--
თბილისში, ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
2018-06-14 06:17:42
  • p.

    რამდენიმე საათის წინ თბილისში მკვლელობა მოხდა. 35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი2 ავრცელებს.


    მკვლელობა ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა. დაზიანებები მიიღო კონფლიქტში მონაწილე მეორე პირმაც, რომელიც დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

    მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



  • loading...
    Загрузка...