მთვრალმა სასულიერო პირმა ფეხით მოსიარულე 20 წლის ბიჭი მანქანით გაიტანა
2018-06-14 05:52:29
  • p.

    თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჰიუნდაის მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე 20 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    როგორც თვითმხილველები აცხადებენ მსუბუქ ავტომობილს სასულიერო პირი მართავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.



  • loading...