--
15 წლის ბიჭი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად მე-4 სართულის აივანზე აძვრა და ჩამოვარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის
2018-06-13 19:22:59
  • p.

    ეს სამწუხარო შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ 15 წლის გიორგი გორგაძეს პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა. გიორგიმ, რომელიც სპორტზე დადიოდა, ფიზიკურად ძლიერი და ყოჩაღი ბიჭია, უცებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამძვრალიყო მეოთხე სართულზე (!) აივნების მეშვეობით და გაეღო ბავშვისთვის კარი... მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა არწმუნებდა, დედა მოვა მანამდე და დაველოდები, არ ახვიდეო, ახალგაზრდულმა სიმამაცემ და ჟინმა არ მოასვენა და მაინც აძვრა... რა და როგორ მოხდა, ახლაც უჭირთ ახსნა იმბავშვებს, რომლებიც ამ ამბის ბოლოსკენ მოგროვდნენ ეზოში. მესამე სართულის აივნიდან, უკვე ქვემოთკენ მომავალი გიორგი (სახლის კარი ისე აღმოჩნდა დაკეტილი, რომ შიგნიდანაც ვერ გააღო და უკან ბრუნდებოდა), მოულოდნელად გადმოვარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. ზოგიერთი ბავშვი იმასაც ყვება, რომ გადმოხტა - იფიქრა, შეძლებდა ამ სიმაღლიდან ძირს დახტომას... სამწუხაროდ, დარტყმა ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ფეხზე დამდგარი, რამდენიმე წამში უცებ გალურჯდა და უგონოდ დაეცა... მას მერე, უკვე ერთი თვეა, გიორგი, რომელსაც ტვინი დაუზიანდა, თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კომაშია და ექიმებიც და მშობლებიც ელოდებიან სასწაულს. შანსი იმის, რომ ეს სასწაული მოხდეს, რა თქმა უნდა არსებობს. შინაგანი ორგანოებიგიორგის მწყობრში აქვს, ძირითადი დაზიანება ტვინზე მოხდა და იმედოვნებენ, ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი მოახერხებს სიცოცხლისთვის ბრძოლას...

    თუმცა სამწუხაროდ, ამასობაში ის თანხა, რაც საყოველთაო დაზღვევით იყო გათვალისწინებული და რითაც აქამდე უტარდებოდა ყველა პროცედურა, ამოიწურა. ჯანდაცვის სამინისტრო უარს ამბობს დაფინანსებაზე - არადა, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღის გატარებაც კი 400 ლარი ჯდება და მრავალშვილიანი ოჯახისთვის (გიორგის სამი და-ძმა ჰყავს), ეს ძალიან დიდი თანხაა.


    გიორგის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას - დედას და მამას დიდი იმედი აქვთ, რომ გიორგი ისევ გაახელს თვალებს, ისევ დადგება ფეხზე და თავისი მხიარული, დაუდგრომელი ხასიათით გაახარებს გარშემო მყოფებს. 

    mshoblebi

    გიორგი


    თუ ბევრი ერთად დავეხმარებით, იქნებ კიდევ ერთი ახალგაზრდა გადავარჩინოთ. 


    საქველმოქმედო ნომერი: 09 01 70 13 94 - დარეკეთ მაგთიდან და ბილაინიდან. ზარის საფასური - 1 ლარი.
    - - - 

    საბანკო რეკვიზიტები:

    თიბისი ბანკი:
    TBCBGE22
    მიმღების დასახელება - გელა გორგაძე
    ანგარიში ლარებში: GE78TB7641945061100073

    -----------------------
    FOR EUR TRANSFER
    DEUTSCHE BANK AG
    FRANKFURT/MAIN, GERMANY
    SWIFT: DEUTDEFF
    BIZ: 50070010

    ანგარიში დოლარში:

    INTERMEDIARY: CITIBANK: N.A
    NEW-YORK, USA 
    SWIFT: CITIUS33 
    ABA 021000089

    BENEFICIARY'S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
    JSC TBC Bank 
    SWIFT TBCBGE22
    BEN"S Account: NAME OF BENEFICIARY - Gela gorgadze
    bank code: TBCBGE22 

    BENN"S ACCOUNT: GE78TB7641945061100073

    NAME of BENEFICIARY: Gela Gorgadze
    - - - - 


    ანგარიში საქართველოს ბანკში:
    ბანკის კოდი: BAGAGE22 
    მიმღების დასახელება: გელა გორგაძე
    მიმღების ანგარიშის ნომერი: GE12BG0000000100953344

    - - - - 
    BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLARIN FAVOUR IF CUSTEMERS OF JSC BANK OF GEORGIA
    Intermediary Bank: Citibank N.A ., New York, USA,
    SWIFT: CITIUS33
    Account With Institution: Bank of Georgia

    SSWIFT: BAGAGE22 
    29a Gagarin Street 

    tbilisi0160 Georgia

    BENEFICIARY: Gorgadze Gela

    Account: GE12BG0000000100953344


    BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO DOLLARIN FAVOUR IF CUSTEMERS OF JSC BANK OF GEORGIA
    Intermediary Bank: Commerzbank,FRANKFURT, Germany 
    SWIFT: COBADEFF
    Account With Institution: Bank of Georgia 
    SSWIFT: BAGAGE22 
    29a Gagarin Street 
    tbilisi0160 Georgia

    BENEFICIARY: Gorgadze Gela

    Account: GE12BG0000000100953344

    mshoblebi.ge



  • loading...
    Загрузка...