გაუპატიურება და ბოთლზე დასმა ახალი შემზაავი დეტალები -ე.წ. შარდის სკანდალი
2018-06-13 14:07:03
  • p.

     

    მამაკაცს, რომელიც მარნეულში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა გაუპატიურებით დაემუქრნენ. სკანდალური განცხადება "მაესტროსთან" ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა გააკეთა.

    "რამდენიმე პირი მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. ასევე იყო სექსუალური მუქარაც. თუ ბოდიშს არ მოიხდიდა და ამას პირდაპირ ეთერში, ფეისბუქის გვერდით არ გაავრცელებდა, ბოთლზე დასვამდნენ. ასეთი მუქარა იყო, სექსუალური ხასიათის"- განაცხადა ადვოკატმა.

    კითხვაზე გაუპატიურების მუქარა მოდიოდა თუ არა მარნეულის მერისგან უფლებადამცველმა დადებითი პასუხი გასცა.

    "დიახ, ყველა პიროვნების მიერ. მას შეეშინდა და ამიტომ დათანხმდა ბოდიშის მოხდას და ასევე შარდის დალევას"- თქვა ადვოკატმა.

    „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.



  • loading...