გორში 67 წლის კაცმა რძალი და მასთან ერთად მყოფი პირი სასტიკად სცემა
2018-06-13 13:09:11
  • p.

    გორში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 67 წლის კაცი დააკავეს. როგორც ირკვევა ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა რძალს და მასთან ერთად მყოფ ადამიანს.

    შემთხვევას არასრულწლოვანიც ესწრებოდა.

     

    როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.



  • loading...