--
მომღერალი დიმა ბილანი საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს-სამწუხაროდ ვერ გნახავთ, მჯერა, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს
2018-06-13 12:37:03
  • p.

    ცნობლი რუსი მომღერალი, 36 წლის დიმა ბილანი კვლავ მძიმედ არის ავად. მისი თქმით, საქმიანობის დროებით შეჩერება და საავადმყოფოში მკურნალობა უწევს. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა.


    ვიდეომიმართვაში მომღერალი საავადმყოფოში წევს და პნევმონიაზე საუბრობს, რომლისგან თავის დაღწევა ჯერჯერობიით ვერ შეძლო.

    „ მე ცოტათი ავად ვარ, უფრო სწორედ პნევმონიისგან ვერ განვიკურნე. 2 კვირის განმავლობაში მკერდის არეში ტკივილები მქონდა, ამის შემდეგ მაღალი სიცხე და მთელი ამ დროის განმავლობაში ვმუშაობდი, სცენაზე ვიდექი. ნათელია, მომავალ კონცერტზე ვერ გამოვალ და ვერ გნახავთ. გულწრფელ მადლობას გიხდით გაგებისთვის. მჯერა, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს“ - ამბობს მომღერალი.



  • loading...
    Загрузка...