დედამ 3 შვილი აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ სახლი დაალაგა, დაკრძალვის ფული დატოვა და თავი მოიკლა - შემზარავი შემთხვევა
2018-06-13 08:21:27
  • p.

    ტრაგედია მოხდა რუსეთში, ულიანოვსკში. საცხოვრებელ სახლში ქალისა და სამი ბავშვის ცხედრები აღმოაჩინეს. შემზარავი სურათი 66 წლის მეზობელმა ნახა, რომელიც მათთან ხშირად დადიოდა ხოლმე.

    რუსული მედიის ცნობით, ქალმა 5 და 6 წლის ბიჭებისა და 10 წლის გოგონას ცხედრები დერეფანში იპოვა, ისინი ზეწრებში იყვნენ გახვეულები, თითქოს დაკრძალვისთვის იყვნენმ ზად. ქალმა შიგნით შესვლა ვეღარ გაბედა და ბავშვების მამასთან და სასწრაფოში დარეკა, რომელიც სახლში 15 წუთში მივიდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. მოგვიანებით, საშხაპეში, ბავშვების დედა აღმოაჩინეს.

    ტრაგედიის ადგილზე არ შეინიშნება ჩხუბის ნიშნები. უფრო მეტიც, სახლი იდეალურად იყო დალაგებული , სახლის შესასვლელში კი ფული დატოვა, მის გვერდით იდო საკრედიტო ბარათი პინ კოდთან ერთად.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე ბავშვი დამხრჩვალი იყო. მათგან ორს კისრის არეში ჭრილობაც ეტყობოდა. ქალის გარდაცვალების მიზეზად გაგუდვა დასახელდა.

    გამოძების პირველადი ვერსიით, ქალმა ბავშვები აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ ორს მძიმე დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი სამივე ზეწრებში შეახვია.

    შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.



  • loading...