--
ექს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან  ერთმანეთს 7 შეიარაღებული პირი დაუპირისპირდა -ისეთი სროლა იყო, რომ რა ვიცი ყველა დაბლა იწვა ქუჩაში... ბავშვები ეყარნენ და ზედ აწვა ხალხი
2018-06-12 17:25:44
  • p.

    სროლა ვაკეში - მოსეშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ერთმანეთს 7 შეიარაღებული პირი დაუპირისპირდა.

    შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს. ორ მხრივ სროლას ვაკეში პანიკა მოჰყვა. გამვლელებმა თავი მიმდებარე კაფეებსა და მაღაზიებს შეაფარეს. შეიარაღებულმა პირებმა ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს და მიიმალნენ.

    „ისეთი სროლა იყო, რომ რა ვიცი. ვიღაცეები ვიღაცას ესროდნენ. ისიც ესროდა და მერე გაიქცნენ მანქანებით. ორმხრივი სროლა იყო. ყველა დაბლა იწვა ქუჩაში. ბავშვები ეყარნენ და ზედ აწვა ხალხი,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    არსებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებ.

    ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია 9 მასრა.

    შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 



  • loading...
    Загрузка...