--
ვინ მიაყენა 33 ჭრილობა 21 წლის გოგონას – სასტიკი მკვლელობის საიდუმლო და დასკვნა,რომელმაც შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს
2018-06-12 12:55:27
  • p.

    თემქაზე სასტიკად მოკლული 21 წლის გოგონას, ანი ნაცვლიშვილის საქმე ექსპერტიზის დასკვნამ შესაძლოა, სრულიად თავდაყირა დააყენოს და, ერთი ბრალდებულის ნაცვლად, კიდევ რამდენიმე მკვლელი გამოიკვეთოს. ამის შესახებ “რეზონანსთან” გოგონას მკვლელობაში ბარლდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ნატროშვილი საუბრობს.

     

    მისი თქმით, თავად ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ გოგონას სხეულზე 33 ჭრილობა სხვადასხვა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ადვოკატი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, სამი დანა ყოფილიყო.

    ასევე, ნატროშვილის განცხადებით, გოგონას ეს ჭრილობები გარდაცვალების შემდეგ აქვს მიყენებული. მისი აზრით, ნაცვლიშვილი თავის არეში მიყენებული ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა.

    “გოგონას თავში სკალპირებული ჭრილობა აქვს და ჯერჯერობით არ არის დადგენილი, ეს დაზიანება რით შეიძლება მიეყენებინათ. ეს არის წვეტინი საგნით მიყენებული საკმაოდ მძიმე დაზიანება. არ არის დაზუსტებული, ეს არის ქვა თუ აგური. ამის შემდეგ კი გოგონას კეფაში კიდევ ერთი დარტყმა აქვს მიღებული. მას თავის არეში იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს, რომ ის, სავარაუდოდ, ამ ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

    “ხოლო სხეულზე ჭრილობები გარდაცვალების შემდეგ აქვს მიყენებული. ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით ნათლად ჩანს, რომ ეს ჭრილობები საქმეში არსებული დანით არ არის მიყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზარალებულს ბრალდების მხარემ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა წააკითხოს.

    “ექსპერტიზა ჩვენც დანიშნული გვაქვს და ველოდებით, ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მივიღოთ. ექსპერტიზის პასუხი მთელ გამოძიებას თავდაყირა დააყენებს”, – აცხადებს ნაირა ნატროშვილი “რეზონანსთან” საუბარში.

    რაც შეეხება სატელეფონო ზარებსა და ესემეს შეტყობინებებს, რომლებიც გამოძიების მხარის მიერ არის ამოღებული და საქმეში მტკიცებულებებად აწყვია, ადვოკატი ამბობს, რომ ეს მტკიცებულებებიც შესაძლოა, გაბათილებული იყოს. ადვოკატის განცხადებით, ჩანაწერებზე კალიფორნიიდან ზუსტ პასუხებს ელიან.

    ნატროშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, მკვლელობა გამოუძიებელია. ადვოკატი აცხადებს, რომ მომხადრ ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს და ყველაფერი სპეციალისტების დასკვნებზეა დამოკიდებული.

    სწორედ ამიტომაც, ბევრი ეჭვი ჩნდება, რომ გოგონა ერთი ადამიანის მიერ არ არის მოკლული. ანი ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ სხვადასხვა დანის შესაძლო არსებობის შესახებ საქმის პროკურორს შეხვდა და ესაუბრა. პროკურორმა მას განუმარტა, რომ საქმეში ერთი დანა ფიგურირებს – ის, რომლითაც ანი ნაცვლიშვილს მისმა შეყვარებულმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

    “ერთი ქვა არის თუ აგური საქმეში, რომელიც თავში ჩაარტყა და მეორე დანა, რომლითაც 33 ჭრილობა აქვს მიყენებული ჩემს შვილს. სხვა ცივი იარაღი საქმეში არ ფიგურირებს. მე შეკითხვა მქონდა, რადგან ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი სხვას ლაპარაკობს, მაინტერესებდა, რომ გავერკვიო, ერთმა კაცმა მოკლა ჩემი შვილი თუ სამმა.

    “როგორც მქონდა ეჭვი ერთზე, ისევ ის ეჭვი მაქვს და ეს არის ლადო გრიგალაშვილი. გამოძიებას ვენდობი, სასამართლოსგან კი უმაღლეს სასჯელს ველოდები, დახვრეტა რომ იყოს, დახვრეტას მოვითხოვდი”, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

    შეგახსენებთ, 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით თავისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს. 22 მაისს სასამართლომ გრიგალაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    თემქაზე მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. გრიგალაშვილს ახალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

    პროკურატურამ ასევე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის – თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად. ახალი ბრალი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აირჩევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

    “რეზონანსი”



  • loading...
    Загрузка...