--
ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მოს­წავ­ლე იყო, სულ ვტი­რი იმ ამ­ბის შემ­დეგ.175-ე სკოლა ავარიაში დაღუპულებს გლოვობს
2018-06-12 12:05:08
  • P.

    მუ­ხი­ან­ში მდე­ბა­რე 175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დღეს დი­ლით ხსოვ­ნის კუ­თხე მო­ა­წყვეს. მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის ნინი შენ­გე­ლი­ას და ოთო კე­კუ­ტი­ას ხსოვ­ნას სან­თლე­ბით და ყვა­ვი­ლე­ბით მი­ა­გე­ბენ პა­ტივს. მე­ექ­ვსე კლა­სე­ლი ნინი გომ­ბორ­ზე მომ­ხდარ შემ­ზა­რავ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა, ხოლო მე­ა­თე კლა­სე­ლი ოთო მო­პე­დით მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და გარ­და­იც­ვა­ლა.

    AMBEBI.GE სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ე­სა­უბ­რა, რომ­ლებ­მაც გომ­ბორ­ზე მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნეს. 9 ივ­ნისს გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე, სო­ფელ თეთრ წყლებ­ში ავა­რი­ა­ში მოყ­ვა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­საც 175-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე მი­ყავ­და. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 12 წლის ნინი შენ­გე­ლია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს და­ი­ღუ­პა ორი მშო­ბე­ლი და ერთი მოს­წავ­ლის ბე­ბია.

    და­ღუ­პუ­ლებს სკო­ლე­ლებ­მა სან­თლე­ბი აუნ­თეს

     

     

     

    "ნინი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარ­და, ეს ბავ­შვი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, სულ ცდი­ლობ­და დამ­ხმა­რე­ბო­და, ბევ­რჯერ ისე ყო­ფი­ლა, მის კლას­ში და­სა­ლა­გებ­ლად შე­სულს კლა­სი და­ლა­გე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და, თურ­მე ნინი ალა­გებ­და..." - გვი­თხრა სკო­ლის დამ­ლა­გე­ბელ­მა სა­უბ­რი­სას.

    175-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გულ­ნა­ზი ჩა­რე­ქაშ­ვი­ლი კი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს ყვე­ბა:

    "სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და ჩვენს სკო­ლა­ში, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. კა­ხეთ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე წა­სუ­ლი ბავ­შვე­ბის ამ­ბა­ვი ყვე­ლამ გა­ი­გო... სამ­წუ­ხა­როდ, უსაყ­ვარ­ლე­სი ნინი გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე ორი მშო­ბე­ლი და ერთ-ერთი მოს­წავ­ლის ბე­ბია. გვყავს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ნინი ექ­სკურ­სი­ა­ზე დე­დამ მარ­ტო გა­უშ­ვა.

    გომ­ბორ­ზე ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი: ცი­ა­ლა ბე­რი­აშ­ვი­ლი და ნინი შენ­გე­ლია

    ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მოს­წავ­ლე იყო, სულ ვტი­რი იმ ამ­ბის შემ­დეგ... მშობ­ლებ­მა ექ­სკურ­სი­ის­თვის ავ­ტო­ბუ­სი და­ი­ქი­რა­ვეს, მაგ­რამ ად­გილ­ზე ორი „მარ­შუტ­კა“ დახ­ვდათ, ყვე­ლა გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ექ­სკურ­სი­ის­თვის და წა­ვიდ­ნენ, ეს იყო ბე­დის­წე­რა, სხვა რა და­ვარ­ქვა ამას არ ვიცი..." - ამ­ბობს გულ­ნა­ზი ჩა­რე­ქაშ­ვი­ლი.

    რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ მოს­წავ­ლეს, ოთო კე­კუ­ტი­ას, რო­მე­ლიც 9 ივ­ნი­სის შემ­ზა­რავ ავა­რი­ამ­დე ერთი დღით ადრე, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, დიდი ხნის მან­ძილ­ზე კო­მა­ში იყო.

    "ოთოს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მო­პე­დით სი­ა­რუ­ლი. სე­ირ­ნო­ბის დროს ორ მან­ქა­ნას შო­რის მოყ­ვა და თავი და­უ­ზი­ან­და. დიდი ხანი იყო კო­მა­ში და 8 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა... შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ყავ­და, ჩვე­ნი კლა­სე­ლი იყო, ახლა ის გოგო არც სკო­ლა­ში და­დის და არც ოთოს ნახ­ვა შე­უძ­ლია..." - უთხრა AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლის კლა­სელ­მა.



  • loading...
    Загрузка...