--
როცა დაჭირდა, ერთი კვირა მიყავდა თავის გადაცემა იმ თემით, რომ ვიღაცას ჩემი სექსუალური კადრები აქვს გადაღებული და მაშანტაჟებსო … ამის არ შერცხვა და რაღა მანდამაინც იმ მანიაკის შერცხვა ?!
2018-05-24 20:50:21
  • p.

    მოქალაქე გოგა კალანდაძე ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:

     

    ,,წინასწარ ვაფრთხილებ გრიგოლიათი აღფრთოვანებულ და გუშინდელი გადაცემის მერე, მისით გულაჩუყებულ პიროვნებებს, ჯერ პოსტი კარგად გაანალიზეთ და მერე დაიპუტეთ თმები ჩემს კედელზე, მის მხარდასაჭერად. არგუმენტებით თუ გააკეთებთ ამას მთლად უკეთესი… და არა იმიტომ, რომ ეგება თვალი მომკრას აქ და ჩამეთვალოსო.

    1. თვითონ მას რომ თავი გავანებოთ … თქვენ გჯერავთ, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი აუდიტორია ყავს, შედის პოლიციაში … შველას ითხოვს, არიქა დამეხმარეთ მანიაკი დამსდევსო და იქ სიცილით ეჯღანებიან : “იიიიიი … გადი ქალო თავი დაგვანებეო” ?!…

    მე არ მჯერავს !… ასეთ რაღაცას ნაცების დროსაც არ გააკეთებდნენ. მითუმეტეს, 5 წელი თუ ატალახიანებდა პოლიციის კარებებს … თან გრიგოლია… რომელსაც რეიტინგული გადაცემაც რომ არ ჰქონოდა, ისეთი ხმა აქვს, ქუჩაში რომ დაეყვირა, მთელ საქართველოს მოსდებდა პოლიციის უუნარობას. ეს კი არცერთ სტრუქტურას არ აწყობს, მითუმეტეს ძალოვანს … თან ერთი კინკილა მანიაკის გულისთვის, რომელიც არც იმალებოდა.

    2. ჯერ რა სასირცხვილო ის არის, როცა მანიაკი გაშანტაჟებს და ამაზე ხმამაღლა თქვა ?!.. და მერე არ გავარტყი სირცხვილს, თუკი ჩემს შვილს ოდნავ საშიშროება ემუქრება ?!… (რა ვიცი … როცა დაჭირდა, ერთი კვირა მიყავდა თავის გადაცემა იმ თემით, რომ ვიღაცას ჩემი სექსუალური კადრები აქვს გადაღებული და მაშანტაჟებსო … ამის არ შერცხვა და რაღა მანდამაინც იმ მანიაკის შერცხვა ?!) … ჰოდა, როცა ასეთ სტრესში ხარ და პოლიციაც ფეხებზე გიკიდებს (როგორც თვითონ ამბობს), თქვენ გჯერავთ რომ 5 წლის მანძილზე რცხვენოდა და სიტყვა არ წამოსცდა არც სხვის და არც თავის გადაცემაში, ხალხო ამისთანა უბედურება მჭირს და ყურს არავინ არ იბერტყავსო ?!… მე არ მჯერავს !… ვისაც გჯერავთ გაგატარებთ ბატონო … მიბრძანდით.

    თან სულ ერთიდაიგივე სახეების აღლუმია ასეთ გადაცემებში, რომელთა ისტორია სულ მცირე 30 – ჯერ მაინც აქვს გაგებული საზოგადოებას და 31- ჯერ რომ ასმენინებ, დაზაფვრის გარდა ნეტავ რას ემსახურება?!.. თუმცა ნაკლები მიაქცევდა იმას ყურადღებას, რომ როცა ასათიანს უთხრეს, დამამთავრებინე აზრი სულ რომ მაწყვეტინებო, იმან რა უპასუხა … ” რატომ გიკვირს … ჩვენ ხომ ეხლა შოუს ვდგამთ და ასე უფრო საინტერესო იქნებაო” …. რაცარუნდა ნიღაბი გეკეთოს, სიმართლე ოხერია … მაინც წამოგცდება ხოლმე.

    თუმცა ძალადობის რა ვერსიაც გააჟღერა გუშინ ასათიანმა, ის შოუსთვისაც მეზედმეტა … ერთმა კაცმა რკინის არმატურით გალახა ცოლი, შემდეგ ცოცხლად დამარხა და ჩვენ ამოვთხარეთ რომ გადაგვერჩინაო.

    იქ იდგნენ და ელოდებოდნენ დალოცვილები როგორ მარხავდა ?!.. თუ როგორ მიუსწრეს ცოცხალს?! თან ასეთი ჰიჩკოკის სცენარი, თავის გადაცემაში არ მოუყოლია ასათიანს, თორემ მიწიანად დასვამდა იმ ქალს “პროფილში” და დავიჯერო ექსკლუზივი გრიგოლიას დაუთმო ?!… რა ვიცი…რა ვიცი… უფრო ექსპრონტი მგონია.

    მე რისიც მჯერავს, ეს სოროსის უკვე დაფრთიანებული ბარტყებია, რომლებიც ასე იმოძღვრებიან 2003 წლიდან : ” ხელთ გეპყრათ პროპაგანდისა და ინფორმაციის საშუალებები : პრესა, რადიო, ტელევიზია … ნებისმიერი საკითხის მიმართ, შექმენით ისეთი საზოგადოებრივი აზრი, ჩვენს ინტერესებს რომ შეესაბამებოდეს. ყოველგვარი წვრილმანი შეიძლება პრობლემად იქცეს, ხოლო პრობლემა წვრილმანად. თუ რომელიმე პროცესი ჩვენთვის სარგებლობის მომტანი არ იქნება, შეაჩერეთ … ან ჩვენი მტრების წინააღმდეგ მიმართეთ.” /ჯორჯ სოროსი /

    P.S. რაც შეეხება მოძალადეს, უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს … რომელ 2 წელზე მელაპარაკებით ?! … ბარემ დააჯარიმეთ და გამოუშვით. პირადად ჩემთვის ნარკოტიკების რეალიზატორებზე არანაკლები დამნაშავეები არიან ! უკანასკნელები სიკვდილს ყიდიან, ხოლო პირველები შიშს, რომელიც ცოცხლად კლავს ადამიანებს”.



  • loading...
    Загрузка...