--
ქართველი კანონიერი ქურდისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავის ეროტიული ფოტოები
2018-05-16 22:32:02
  • გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ ქართველი „კანინიერი ქურდის“ გიორგი ზარანდიას და რუსული ესტრადის ვარსკვლავის, ჯგუფ „ტატუს“ ყოფილი სოლისტის, იულია ვოლკოვას ეროტიულ ფოტოებს აქვეყნებს.

    გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ზარანდიას, რომელსაც ქურდულ სამყაროში „გია გალსკის“ სახელით იცნობენ, რუს მომღერალთან რომანი 2015 წლიდან აქვს და სამი წლის წინ ოფიციალურადაც იქორწინეს.

    იულია ვოლკოვა რუსული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავია. წარსულში მას რომანი მომღერალ დიმა ბილანთანაც ჰქონდა.

    ჯგუფი "ტატუ" პოპულარული 2000-იან წლებში გახდა. ჯგუფის გარშემო აჟიოტაჟი გამოწვეული იყო იმით, რომ გოგონები ცნობილი იყვნენ, როგორც არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრები.

    ვოლკოვას ორი შვილი ჰყავს: 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი გააჩინა თავის იმჟამინდელი დაცვის უფროსისგან. 2007 წელს კი მომღერალს ვაჟი შეეძინა კომპანია "მოსსტროიმექანიზაცია 5"-ის გენერალური დირექტორის შვილისგან. ქორწილი არ შემდგარა.







     


    წყარო



  • loading...
    Загрузка...