--
დედამ შვილი მიტოვებულ სახლში დატოვა სასიკვდილოდ, 10 წლის შემდეგ კი თავისი ს აქციელი ძალიან ინანა...
2018-05-16 21:44:31
  • p.

    ყოველდღიურად ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება ხდება. არასოდეს იცი, რას უნდა მოელოდო ადამიანებისაგან ამ უზარმაზარ და უცნაურ სამყაროში. 

    რუსეთში, ქ. იაროსლავის მცხოვრებლებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს ისტორია. ერთ მშვენიერ დღეს მიტოვებული სახლიდან მათ შემოესმათ ბავშვის ტირილის ხმა, რომელიც არ წყდებოდა რამდენიმე საათის მანძილზე. მეორე დღეს იგივე განმეორდა. შეწუხებულებმა მიმართეს ქალაქის პოლიციას. როდესაც პოლიციის თანამშრომელბი შევიდნენ მიტოვებულ სახლში, შოკირებულები დარჩნენ. ჩაბნელებულ ოთახში, ჭუჭყიან იატაკზე იწვა დიდი ხნის დაუბანელი 1 წლამდე ასაკის ბავშვი. აღმოჩნდა, სახლის მეპატრონეები გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად, ბავშვი კი ბედის ანაბარა დატოვეს.  პატარა სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. პატარას მოტეხილი ჰქონდა მენჯ-ბარძაყის სახსარი და აღენიშნებოდა ძლიერი გაუწყლოვნება. ექიმების თქმით, ბავშვმა მიტოვებულ სახლში 1 კვირა სრულიად მარტომ გაატარა. 
    მიღებული იქნა ზომები ბავშვის მშობლების მოსაძიებლად, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

    პატარას ელოდა ბავშვთა სახლში ცხოვრება მანამ, სანამ ვინმე არ ისურვებდა მის შვილად აყვანას. 

    როდესაც გოგონა საავადმყოფოში იმყოფებოდა, ერთი უცნობი ქალი - ნინა მოდიოდა თავისი ბიჭის მოსანახულებლად. მას კედლის მიღმა ესმოდა გამუდმებით ბავშვის ტირილი. 

    mshoblebi


    ერთხელაც გადაწყვიტა გაეგო, თუ ვინ იყო ეს ბავშვი. როცა უამბეს პატარა გოგონას ამბავი, მასთანაც დაიწყო შევლა, თამაში, მოჰქონდა საფენები და სათამაშოები. ნინას 2 შვილი ჰყავდა და არასოდეს უფიქრია, ეშვილა ბავშვი. ბოლოს კი ისე შეეჩვია პატარას, რომ ვეღარ ძლებდა მის გარეშე. რამდენიმე თვეში მოაგვარა ყველა დოკუმენტი და წაიყვანა ბავშვი სახლში. 

    mshoblebi


    2 წლის ასაკში პატარას ეშინოდა ხმამაღალი ბგერების და არ შეეძლო თავისუფლად სიარული. 1 წლის შემდეგ ლიზა დედამ ცეკვაზე შეიყვანა, რადგან ფიქრობდა, რომ პატარა გადალახავდა სირთულეებს და ფიზიკურად ძლიერი გახდებოდა. ნინას წამოწყებამ შედეგი გამოიღო. რამდენიმე წელში ლიზა შესანიშნაივი მოცეკვავე გახდა. როდესაც სკოლაში წასვლის დრო დადგა, ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების წინ ამ ხალისიან გოგონას ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. 

    mshoblebi


    გარეგნობით გოგონა გამოირჩეოდა თანატოლებისგან და ყურადღებას იქცევდა. მას ხშირად "ციგნის" ან " შოკოლადის" გოგოს ეძახდნენ. ლიზას არ სწყინდა, რადგან იყო ძალიან პოზიტიური, რის გამოც ყველას უყვარდა. "მას არ რცხვენია საკუთრი თავის, - ამბობს ნინა. - როდესაც ლიზა პატარა იყო, მე მას ვუთხარი, რომ შეიძლებოდა მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფილიყო გარშემო მყოფების მხრიდან, მაგრამ არ უნდა მიექცია ამისთვის ყურადღება". 

    ლიზა მრავალი კონკურსის გამარჯვებული გახდა ცეკვაში. მალე გოგონამ სილამაზის კონკურსშიც გაიმარჯვა... 

    სწორედ ამ დროს, უეცრად, ლიზას ბიოლოგიური დედა გამოჩნდა, რომელმაც ოდესღაც შიმშილისა და სიკვდილისთვის გაწირა თავისი შვილი. მან განაცხადა, რომ უნდოდა შვილის ნახვა და რომ ამის სრული უფლება ჰქონდა. არადა იმის ახსნაც კი ვერ შეძლო, თუ რატომ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე. ახლა მხოლოდ ლიზას გადასაწყვეტია, შეხვდება თუ არა მას....

    mshoblebi


    ასე გადაიქცა სრულიად უცნობი ქალი მშობელ დედად. უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს ლიზას მშობლებმა. თუმცა კიდევ უფრო შემზარავიაბიოლოგიური დედის თავხედობა, რომელიც მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა, რომ მისი შვილი ცნობილი გახდა. 

     

    წყარო



  • loading...
    Загрузка...