--
250 კანონიერი ქურდი არაქურდად დატოვეს - რა მოხდა ერევანში ,ქურდების ფორუმზე
2018-05-16 21:17:13
  • p.

    კრიმინალური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ინფორმაციის თანახმად, ,,არაქურდად დატოვეს" ქართველი ჯემალ მიქელაძე (ჯემო) და აზრბაიჯანელი როვშან ჯანიევი (როვშან ლიანკორავსკი).

    ბოლო ერთი კვირაა აქტიურად ვრცელდება ინფორმცია გავლენიანი ავტორიეტეტული ,,კანონიერის ქურდების“ დიდი შეკრების შესახებ. ბოლო ცნობით, აღნიშნული შეხვედრა, ერევანში შედგა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეკრებას ქართველი ,,კანონიერი ქურდებიც“ ესწრებოდნენ, მათ შორის გიორგი უგულავა (ტახი), რობინზონ არაბული, დათო სებისკვერაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, ამირან სოფრომაძე და სხვები.

    ე.წ. ავტორიტეტების მთავარი განსახილველი თემა იმ ,,კანონიერი ქურდების“ ,,შეჩერება“ და ,,არაქურდად დატოვება“ იყო, რომლებიც კლანებს შორის ომის პირობებში მოინათლნენ. ეს იდეა პირველ რიგში შაქრო კალაშოვისგან მოდის, კრიმინალური ავტორიტეტები მიიჩნევენ, რომ ასეთ პირობებში ე.წ. ნათლობა არასწორია. ამაზე ყველა მხარე შეთანხმდა და 2008 წლიდან დღემდე ვინ ამ პირობებში ,,მოინათლა“ ,,არაქურდად დატოვეს“ და მათ ,,მომავალი“ ანუ მაძიებლები ეწოდებათ. ასეთი კი გავრცელებული ცნობით, 250-ია. ასევე დაადგინეს, რომ ისინი მოინათლებიან იმ შემთხვევაში, თუკი მათი ცხოვრების წესი შესაბამისობაში იქნება ე.წ. ქურუდულ სამყაროსთან.

    კრიმინალური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ინფორმაციის თანახმად, არაქურდად დატოვეს ქართველი ჯემალ მიქელაძე (ჯემო) და აზრბაიჯანელი როვშან ჯანიევი (როვშან ლიანკორავსკი). ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოგვიანებით გადაწყდება სოხუმელი მერაბ ჯანგველაძის და ტარიელ ონიანის (ტარასას) ბედი, მას შემდეგ, რაც ისინი ციხეს დატოვებენ.

    თუმცა, როგორც რუსული გამოცემები წერდნენ, შეკრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტარიელ ონიანის („ტარო“), მერაბ ჯანგველაძისა („მერაბ სუხუმსკი“) და ასლან უსოიანის („დედ ჰასანი“) კლანებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება გახდა. დღეს ქურდულ სამყაროში მიიჩნევა, რომ სწორედ ამ კონფლიქტს ემსხვერპლა უსოიანი და მისი მეგობარი ვიაჩესლავ ივანკოვი („იაპონჩიკი“). კრიმინალური ავტორიტეტების სამიზნედ შესაძლოა გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდები გახდნენს. მათი მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ჯანგველაძე და ონიანი მვკლელობის დამკვეთები არიან, ისინი სიკვდილით უნდა დაისაჯონ.

    აქვე აზერბაიჯანული მედიის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობა როვშან ჯანიევის არაქურდად დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, გამოცემა ამ ინფორმაციას ჯანიევის ოჯახის ახლობლებისა და მის მეგობრებზე დაყრდნობით წერს. ამავე გამოცემის თანახმად, ერევანში აღნიშნულ ,,ქურუდულ ფორუმს“ არ ესწრებოდა რობინზონ არაბული და სხვა ქართველი და არაქართველი ავტორიტეტებიც, მათ შორის იქ არ იმყოფებოდნენ თურქული და ბერძნული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერებიც.



  • loading...
    Загрузка...