ძალადობის შემზარავი ფაქტი ქუთაისში – 32 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდზე იძალადა!
2018-05-16 20:47:49
  • p.

    ქუთაისში , მეზობელმა, მეზობელზე იძალადა, გოგონა ოთხი კვირის ფეხმძიმეა!

    ქუთაისში, თაბუკაშვილის ერთ-ერთ კორპუსში მომხდარმა ამბავმა მთელი უბანი შეძრწა. 32 წლის მამაკაცმა 16 წლის მოზარდზე სქესობრივი კავშირი ძალადობით „მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში „ დაამყარა.

    აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა, მისი თქმით, რომელმაც ახალგარზდა ქალზე სქესობრივად იძალადა, გოგონას ცოლად მოიყვანს.

    გავრცელებული ინფორმაციით ოჯახებს შორის შედგა შეთანხმებაც, რომლის შესახებ როგორც დაზარალებულს, ასევე მოძალადის ოჯახს საუბარი არ სურს. შესაბამისად დამატებითი ინფორმაცის გავრცელებისგან ჩვენს თავს ვიკავებთ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

    მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არც ერთი შესაბამისი უწყება არ არის. ინფორმაციიის გავრცელება დაზარალებულის ოჯახს არ სურს.

    ცნობისთვის: მოძალადესა და დაზარალებულს შორის, ჩვენი ინფორმაცით, მეგობრული კავშირი წლების წინ არსებობდა. როგორც გაირკვა წყვილს ფარული ურთიერთობა წლებია აკავშირებდათ, დაზარალებული გოგონას დედ-მამა საქართველოში არ იმყოფება, იგი ბებიასთან და ბიძასთან იზრდებოდა.

    ბიძის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ქალი მოხუც ქალბატონთან ერთად წლებია მარტო ცხოვრობს.

    http://guriismoambe.com/



  • loading...