--
გამოვიყენებთ, უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება - ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე
2018-05-16 20:18:44
  • p.

    "ვარ ჯანმრთელად, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, მე და ჩემი მოძრაობა მზად ვართ შემდგომი ბრძოლებისთვის" - ამის შესახებ "იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის - "საქართველოს ეროვნული ერთობა" ერთ-ერთმა ლიდერმა - გიორგი ჭელიძემ განაცხადა.

    ჭეილიძის განცხადებით, მოძრაობის მეთაური, შავპერანგიანების მეთაური და თავად, გუშინ პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდნენ, რადგან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ჭელიძის განმარტებით ყველა მათი განცხადება კანონის ფარგლებში კეთდებოდა. 

    "ჩვენ ამომწურავად ვუპასუხეთ ყველა კითხვას, რომ ეს განცხადებები იყო თავდაცვითი განცხადებები" - განაცხადა ჭელიძემ.

    "საქართველოს ეროვნული ერთობა"-ს ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მათ ორგანიზაციას დამფინანსებელი არ ჰყავს:

    "არავინ არ უხდის ჩვენს ორგანიზაციას ფულს, არანაირი დაფინანსება არ გაგვაჩნია, არც ოფისი გაგვაჩნია, ხმის გამაძლიერებელიც კი არ გვაქვს. ეკიპირებაც ინდივიდუალურია" - განაცხადა "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას ჭელიძემ.

    ჭელიძის განმარტებით, მას კანონის დაცვით შეძენილი და გაფორმებული სანადირო იარაღი გააჩნია. ასევე, იარაღი მის თანაგუნდელებსაც აქვთ.

    სამოქალაქო დაძაბულობის შემთხვევაში კი, მისი განმარტებით, საბრძოლველად ყველა იარაღს გამოიყენებენ, მათ შორის, უთოებს, ჩანგლებს და ა.შ.

    "თუ კი ის მოვლენები განვითარდა, რომელიც ჩვენ გვახსოვს და ბუნდოვნად მახსოვს, რაც იყო 1991 წელს საქართველოში, როდესაც მთავრობას გაექცა კონტროლი, მოხდა სამოქალაქო ომი, სისხლისღვრა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა, 20, 30 და შეიძლება მეტი ათწლეულითაც უაკნ გადასწია წარსულში და მთავრობას გაექცევა კონტროლი, ჩვენ ჩავერთვებით და გამოვიყენებთ, უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს, რაც კი ჩვენს ხელში იქნება, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ერი" - განაცხადა ჭელიძემ "იბერიას" ეთერში.

    შეგახსენებთ, რომ მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც 11 მაისს, გვიან ღამით, კლუბებში: "ბასიანი" და "გალერი" სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს განცხადებით დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

    პროტესტის ნიშნად, "თეთრი ხმაურის" მოძრაობამ აქცია გამართა ლოზუნგით: "ჩვენი თავისუფლებისათვის".

    მეორე საღამოს, ამ აქციის საპირისპირო კონტრაქცია გაიმართა. სამართალდამცავთა მუშაობის შედეგად, აქცია სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, თუმცა შს მინისტრთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა აქციები.

     


    primetime.ge



  • loading...
    Загрузка...