კახეთში პოლიციამ არასრულწლოვანი შვილის ცემის გამო ცოლ-ქმარი დააკავა
2018-05-16 19:05:20
  • p.

    კახეთში სამართალდამცველებმა ცოლ-ქმარი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანს საკუთარ სახლში დედამ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 13 მაისს მოხდა.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში



  • loading...