თაკოს სიკვდილი არ ანაღვლებდა... იცოდა მკვლელი პრობლემებს შეუქმნიდა- რა ეჭვები აქვს სიძეზე ბარნოვზე მოკლული გოგოს მამას
2018-05-16 12:28:36
  • p.

    თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი, სკანდალური ვერსიის შესახებ „ნიუპოსტთან“ პირველად საუბრობს თამარ გამრეკელაშვილის მამა, ზვიად გამრეკელაშვილი.


    მოკლულის მამა ეჭვობს, რომ მოსალოდნელ საფრთხეზე ინფორმაცია ჰქონდა, თამარის ოფიციალურ მეუღლეს, რომელმაც საქართველო მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

    მისი თქმით, მოკლულს ქმარი ირაკლი ამულაძე და მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე მეგობრობდნენ და „ერთმანეთს აქეზებდნენ“.

    „ირაკლი თაკოს მომავალი და ზოგადად თაკო საერთოდ არ ანაღვლებდა, არც ის უდარდია, როგორ გამოჭრა ვეფხვიამ ყელი - ამას ვამბობ პირდაპირ. დაკრძალვაზეც კი არ ჩამოვიდა. სერიოზული ეჭვი მაქვს, იცოდა, რომ მკვლელს ჩემი შვილს სერიოზულ პრობლემებს შეუქნიდა. წინა დღეებში, ამბობდა თურმე, თაკო თბილისიდან წამოიყვენეთ, არიქა იქ არ დატოვოთო, ეს იმაზე მეტყველებს რომ მან იცოდა ჩვენზე მეტი, რადგან მის ირგვლივაც ხდებოდა ყველაფერი“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ზვიად გამრეკელაშვილმა.

    მისი თქმით, თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის შემდეგ, მისი სიძე ბავშვების წაყვანით იმუქრებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც „გაიშიფრა რომ ბავშვები საზღვარგარეთ კარიერის ასაწყობად სჭირდებოდა (ავტ. ზვიად გამრეკელაშვილი) მოკლულის ოჯახს არ შეხმიანებია.

    „მას ბავშვები სჭირდებიდა საზღვარგარეთ ცხოვრების ასაწყობად, მას ჩემი შვილიშვილები უნდა გამოეყენებინა და აეწყო თავისი წილი კარიერა უცხო ქვეყანაში. მას ჩემი შვილის სიკვდილი საერთოდ არ ანაღვლებდა. არც კი ჩამოსულა თაკოს დაკრძალვაზე“- აღნიშნავს გამრეკელაშვილი.

    მოკლულის მამის თქმით, სამართალდამცავებმა დაკითხეს თამარ გამრეკელაშვილის შვილი, რომელსაც ოჯახის მტკიცებით ხეფხვია ბაქრაძემ დედის მკვლელობაში მონაწილეობა აიძულა.

    „როგორც ვიცი ჩემმა შვილიშვილმა, ისეთი მძაფრი ჩვენება მისცა, ვეფხვიას უმაღლესი სასჯელი უნდა მიუსაჯონ... თაკოს მკვლელობიდან მალევე, ბავშვს უთქვამს ვეფხვიამ მაიძულა დედას დანა დაარტყიო, ამაზე მეტი სისასტიკე რა გინდა?!“- თქვა თამარ გამრეკელაშვილის მამამ.

    ოფიციალური ინფორმაციით, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მამინაცვალმა შვილების თვალწინ 13 აპრილს მოკლა.

    საქმეში არსებული ჩვენებებიდან ირკვვევა, რომ ყელგამოჭრილი დედის გადარჩენას, 3 და 6 წლის ბავშვები ცდილობდნენ.

    გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, მოკლულის და, თათია გამრეკელაშვილი წერს, რომ პირველად 5 წლის დისშვილმა უამბო ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები. მცირეწლოვანი ბავშვი, 4 წლის ძმასთან ერთად დეტალურად ყვებოდა, როგორ გამოჭრეს ყელი დედას და როგორ დატოვა დამნაშავემ შემთხვევის ადგილი.

    რაც შეეხება 63 წლის ვეფხვია ბაქრაძეს, ის გერის მკვლელობას აღიარებს, თუმცა არა დამამძიმებელ გარემოებაში. თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა თამარ გამრეკელაშვილის შვილს აიძულა დედისთვს დანა ჩაერტყა და ეს სისასტიკე აყურებინა, მაშინ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

    newposts.ge



  • loading...