შეიძლება ისე წავიდეს საქმე, ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს
2018-05-16 11:04:36
  • p.

    კობა დავითაშვილი, რომელმაც გუშინ მიცვალებულთა მჯდომარედ დაკრძალვის წესის დადგენლებაზე წერდა, დღეს უზუსტობისთვის მკითხველს ბოდიშს უხდის და განმარტებას აკეთებს:

    „ძვირფასო მეგობრებო, თუ ზუგდიდის საკრებულომ მიიღო მიცვალებულის დაკრძალვის ისეთი წესი, როელიც იმ კუთხის ტრადიციებს ითვალსწინებს, ეს არავისი დასაცინი და სამასხარაო არ არის! აღმოსავლეთ საქართველოში რომ ხაშლამიანი ქელეხი იციან (მათ შორის შუა მარხვაშიც) ლიხს იქიდან ეგეც ცუდად ჩანს, მაგრამ მე ქართლ-კახელების მასხრად აგდება ამის გამო მეგრელებისგან არ მომისმენია! საქართველოს ერთიანობას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება და ეს სხვადასხვა კუთხის შვილებმა უნდა გავაკეთოთ ურთიერთპატივისცემითა და ტაქტით! მითუმეტეს სამეგრელო ჩვეულებრივი კუთხე არ არის, ის უძველესი და ყველა ქართველისათვის საამაყო კოლხეთის შთამომავალია და ასევე უძველესი იბერიის შთამომავალ ქართლთან ერთად ერთიანი საქართველოს დამფუძნებელი ფარნავიზისა და ქუჯის დროიდან!
    რათქმაუნდა ეს წესი წარმართულია და ქრისტიანული არ არის, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ ამას მშვიდი ახსნა სჭირდება და არა მასხრად აგდება! საქართველოს ბევრ კუთხეშია წარმართული წესები შერეული ქრისტიანობასთან (განსაკუთრებით მთაში) და თუ ვინმე მათ კრიტიკას მასხარაობის ფორმით დაიწყებს, ვერც მაგას შევეგუები!
    თურმე ბევრ საკრებულოს ქონია ეს წესი მიღებული და ვინც ზუგდიდი გამოარჩია მათგან და სამიზნედ აქცია დასაჭერია კუთხური შუღლის გაღვივებისთვის!
    P.S. ბოდიშს გიხდით უნებლიედ შეცდომაში შეყვანისთვის! არ ყოფილა ეს მეგრული ტრადიცია. არიან უპატრონო მოხუცები, ვინც დამჯდარ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ და გვიან იპოვნეს, გვამური გაშეშება კი უკვე დასრულებული იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა თითქმის ყველა საკრებულოს მიერ ეგ წესი დადგენილი.
    მუნიციპალიტეტების უმეტესობას მიღებული აქვს სასაფლაოების მოწყობის წესი. მათგან ქვემოთ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში არის შემდეგი ჩანაწერი: “გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი”

    ქუთაისის მუნიციპალიტეტი 2011 წელი
    ბათუმის მუნიციპალიტეტი 2010 წელი
    თბილისის მუნიციპალიტეტი 2014 წელი
    გორის მუნიციპალიტეტი 2017 წელი
    სენაკის მუნიციპალიტეტი 2016 წელი
    ფოთის მუნიციპალიტეტი 2014 წელი
    წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2014 წელი
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 2013 წელი
    აბაშის მუნიციპალიტეტი 2012 წელი
    ხაშურის მუნიციპალიტეტი 2012 წელი“

    მისი ამ წერილის საპასუხოდაც სახუმარო კომენტარები დაიწერა, რასაც კობა დავითაშვილი იქვე პასუხობს:

    „ყველაფერზე ნუ ღადაობთ ხალხო, მე მჭირს მაგალითად ისეთი დაავადება (ბეხტერევს), რომ ხერხემალი გამიქვავდა უკვე და ჯერი სახსრებზეა. შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ ჩემს ჭირისუფალს ჩემი დაკრძალვა დამჯდარ მდგომარეობაში მოუწიოს. ძვლებში დამტვრევას და ამ ნამტვრევების გროვის დამარხვას არც მე ვისურვებდი. არიან უპატრონო მოხუცები, ვინც დამჯდარ მდგომარეობაში გარდაიცვალნენ და გვიან იპოვნეს, გვამური გაშეშება კი უკვე დასრულებული იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა თითქმის ყველა საკრებულოს მიერ ეგ წესი დადგენილი.“



  • loading...