კახეთში მამამ 25 წლის გოგოს კისრის მალები მოტეხა
2018-04-20 20:51:12
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალგაზრდა ქალი, რომელიც მშობლების სახლში მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. 

    25 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ წნორის არქიმედეს კლინიკაში,მოგვიანებით კი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

    "ახალგაზრდა ქალს კისრის მალების მოტეხილობები აღენიშნებოდა და სასწრაფოდ საჭიროებდა ნეიროქირურგის ჩარევას, ამიტომ კატასტროფის ცენტრი გამოვიძახეთ და თბილისში გადაიყვანეს", - განაცხადა"კლინიკა "არქიმედეს" ხელმძღვანელმა, ოთარ რუაძემ.

    როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს 25 წლის ქალზე ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.



  • loading...