ქართულ ოცნებაში დაპირისპირება გრძელდება-ფოფხაძე: სოფიო კილაძემ ჩემი.ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?
2018-04-16 06:17:35
  • დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც უმრავლესობას საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გაემიჯნა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან კონფლიქტის დეტალების შესახებ "იმედის კვირასთან" საუბრობს. 

    ფოფხაძის თქმით, დაპირისპირება მასსა და კილაძეს შორის ფაქსიმილემაც გამოიწვია.

    "მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართის დანაშაულია", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

    ფოფხაძე დასძენს, რომ ეკა ბესელიასგან "მხარდაჭერას, თანადგომას და ადამიანურ სოლიდარობას ყოველთვის განიცდის".

    "მე მყავს ძალიან ბევრი ღირებულებითი თანამოაზრე. დათო ჭიჭინაძის მხრიდან აქტიურობას, ლევან კობერიძის გვერდში დგომას, ზაზა პაპუაშვილის განსაკუთრებულ პოზიციას, რუსლან პოღოსიანი ჩემი მეგობარია, ლევან გოგიჩაიშვილი, კობალაძე, გია კოპაძე, ირაკლი აბუსერიძე ჩვენთან მოიაზრებიან", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

    მმართველი გუნდის ყოფილი წევრის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა



  • loading...