ახალი დეტალები:ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა დედა და მისი 5 შვილი იმყოფებოდნენ
2018-04-15 19:21:02
  • რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთი-ბაილეთის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 13 წლის გოგონა გარდაიცვალა, უმძიმეს მდგომარეობაშია კიდევ ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

    ავტომანქანაში, რომელიც გზიდან გადავარდა, დედა და მისი ხუთი შვილი იმყოფებოდნენ. ჩხარტიშვილების ოჯახი ბაილეთიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახალსოფელში ბრუნდებოდნენ. 

    საჭესთან  უფროსი შვილი ე. ჩხარტიშვილი იჯდა. 

    თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილზე "ოპელის" მარკის ავტომანქანამ მაშინ გამოიარა, როცა გზაზე ქალბატონი გადადიოდა, რომელსაც ეტლში ბავშვი ჰყავდა.

    მძღოლმა ფეხით მოსიარულეებს მანქანა ააცილა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზიდან სამ მეტრში გადავარდა. 

    13 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი დაშავებული კი  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. აქედან მძიმეა ორი ბავშვის მდგომარეობა. 

    http://guriismoambe.com



  • loading...