-
გაზიარება
loading...
ვინ არის გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი ირაკლი ყალიჩავა (ხუტუ), რომელიც უკრაინიდან გააძევეს
2018-04-15 16:31:34
loading...
  • უკრაინიდან ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ირაკლი ყალიჩავა, მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება.

    უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ყალიჩავა პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ სიაში შედის.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ხუტუ“ უკრაინაში ჩავიდა ოდესის ოლქში კრიმინალური წრეების საქმიანობის კონტროლისთვის და უკანონო შემოსავლის განაწილების მიზნით. ის ოდესაში დააკავეს. ყალიჩავას სხვა პირის უკრაინული დოკუმენტები ჰქონდა.



  • loading...
    Загрузка...