ზღვაში უნდოდა დახრჩობა. რომ არ გაყვა, რესტორნის გვერდზე ქვით გაუჩეჩქვა თავი
2018-04-15 13:17:16
  • ბარნოვის ქუჩაზე მოკლი25 წლის გოგოს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დღეს დილით თელავის რაიონში, მის სოფელში გადაასვენეს .

    თაკო გამრეკელაშვილის ახლობლები ყვებიან, რომ მისი მამინაცვალი ყოფილი პოლიციელია და ის ყოფილ მეუღლეზე ძალადობის გამო სასჯელსაც იხდიდა, საპატიმროდან კი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

    როგორც თაკო გამრეკელაშვილის ბებია ჰყვება, მის შვილზე, თაკო გამრეკელაშვილის დედა- ნათია გამოძეზე ვეფხვია ბაქრაძემ ადრეც იძალადა.

    „ისე გაამწარა ჩემი შვილი... მიასწრეს და სიკვდილს გადარჩა. ეგ ციხიდან გამოსაშვები იყო? 3 და 6 წლის ბავშვს დედის სიკვდილი აყურებინა... არ ვაპატიებ. ხომ იცოდნენ რომ ესეთი მდგომრეობა იყო, რატომ არ დადგა პატრული იქ?“- განაცხადა მერი გობაძემ.

    როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, შვილების დახოცვით ვეფხვია ბაქრაძე ნათია განნოძეს მას შემდეგ დაემუქრა, რაც მისგან შერიგებაზე უარი მიიღო.

    „დაურეკა ნათიას შერიგებაზე და ისევ უარი რომ მიიღო დაემუქრა შვილების დახოცვით... ფიზიკურ ძალადობაზე რომ გადავიდა გაცილდა, მერე შერიგებას სთხოვდა . არ ურიგდებოდა, ბათუმში ნათიას სამსახურში ჩავიდა ყვავილებით, ვითომ შესარიგებლად გამოიყვანა და ზღვაზე გასვლას სთხოვდა, გავისეირნოთო, ზღვაში უნდოდა დახრჩობა. რომ არ გაყვა, რესტორნის გვერდზე ქვით გაუჩეჩქვა თავი“- - განაცხადა ლია იმერლიშვილმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

    თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

    პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.



  • loading...