ვიდეო,მძიმე კადრები იმ კაცმა რატომ მე არ მომკლა, ამას როგორ გავუძლებ-ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგოს დედა
2018-04-15 09:04:43
  • ვეფხია ბაქრაძეს, რომელსაც ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ, შესაძლოა ბრალი დღეს წაუყენონ. მოგვიანებით კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლის შვილის მკვლელობისთვის ის გუშინ,  თელეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო მამაკაცი სასჯელს წარსულშიც იხდიდა, თუმცა მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო ერთი წლის წინ დატოვა.

    ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა წინასწარი დატოვების იზოლატორი  მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა, თუმცა, სამმართველოს დატოვების შემდეგ მას დეტალებზე არ საუბრობს.

    „საქმის დეტალებზე და საუბრის დეტალებზე ვერ მოგახსენებთ ამ ეტაპზე. პოზიცია აქვს მაგრამ ემ მას ვერ გავახმაურებ მის გარეშე,“-განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.



  • loading...