--
როცა არავინ გადაგირჩენს შვილს, არ გეწყინოს, რადგან ეგეთი დამპალი იყავი შენც გუშინ…
2018-04-15 08:26:27
  • სოციალურ ქსელში ნინო გუნია აქვეყნებს პოსტს, სადაც ის საუბრობს საქართველოში ადამიანების დამოკიდებულებაზე, როცა ისინი ვინმეს ჩხუბს შეესწრებიან. ყველამ იცის, რომ ძირითადად, პოლიციასთან არავინ თანამშრომლობს.

    ნინო გუნიას მონათხრობი ასეთია:

    "გუშინ საღამოს ჩემს ეზოში ახალგაზრდა ბიჭები ჩხუბობდნენ, სცემეს ერთმანეთს სასტიკად. რა თქმა უნდა, პატრული ჩხუბის დაწყებისთანავე გამოვიძახე, საკმაოდ სწრაფად მოვიდნენ და პატრულის დანახვაზე, როგორც ხდება ხოლმე, "თვითმფრინავის იმასავით" გაიფანტნენ. ამ ყველაფერს ჩემი აივნიდან ვუყურებდი, ჩემსავით უყურებდა 12 სადარბაზოიანი კორპუსის ყველა ფანჯრიდან გამოყოფილი თავი. პატრულის მანქანა ჩერდება შემთხვევის ადგილზე და მაყურებელს კითხვას უსვამს, შუახნის მამაკაცი, რომლის ფეხებთანაც მიძუყნეს 2 წუთის წინ ადამიანი, ეუბნება, რომ იმ წუთას მივიდა და არაფერი დაუნახავს. ასევე არც სხვას არაფერი დაუნახავს, არავინ არავის იცნობს, ბედნიერად ვართ… წყნარად მშვიდად… ამ ადამიანების სირაქლემობამ ძალიან გამაბრაზა, ზუსტად ვიცოდი, გაგრძელება უფრო სასტიკი იქნებოდა და აუცილებლად მოხდებოდა.

    რაც დავინახე, პატრულს ვუამბე, გაგრძელების პროგნოზის ჩათვლით. როდესაც პატრულთან ვსაუბრობდი, სირაქლემა თავები ფარდებს ამოეფარნენ. ხუთასი თვითმხილველიდან მხოლოდ მე დამირეკავს პატრულში. პატრულის წასვლიდან დაახლოებით 30 წთ-ში, სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა. იმავე ადგილას, სირაქლემების თვალწინ, ატყდა სროლა ამ ორ დაჯგუფებას შორის. ორი ტყვია მოხვდა სრულიად უდანაშაულო ადამიანს. ამ შემთხვევის შემდეგ ყველა სირაქლემა შემთხვევის ადგილას იყო და იხსენებდნენ დეტალურად წინა ინციდენტს, ერთმანეთს საუბარს არ აცლიდნენ, სხარტები, ინფორმატიულები , შეწუხებულები…

    მორალი არ მეხერხება, უბრალოდ, ყველა თვითმხილველს მინდა ვუთხრა, როდესაც მათი შვილები იქნებიან საფრთხეში, როცა არავინ დაურეკავს პოლიციას, როცა არავინ იტყვის სიმართლეს, როცა არავინ გადაგირჩენს შვილს. არ გეწყინოს, რადგან ეგეთი დამპალი იყავი შენც გუშინ!!!

    P.S. ყელში დაჭრილი 37 წლის მამაკაცი, საბედნიეროდ, გადარჩა“.



  • loading...
    Загрузка...