-
გაზიარება
loading...
კაცი რომელსაც 9 შვილი ჰყავს 7 სხვადახვა ქალისგან-თამაზ ელიზბარაშვილი
2018-04-15 07:53:17
loading...
  • "ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში სიგარეტის ბიზნესით (ფირმა "ელიზი") გახდა ცნობილი და მერე ციხეც იწვნია, 9 შვილის მამაა"

    გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ელიზბარაშვილმა ჟურნალ "სარკეს" 2015 წელს მისცა და სადაც, ის მისი ცხოვრების ქალებსა და შვილებზე საუბრობს.

    თამაზ ელიზბარაშვილი: 9 შვილი მყავს. 16 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. გურამს და თორნიკეს ერთი დედა ჰყავთ. მხოლოდ ამ ქალთან მქონდა ხელი მოწერილი და დღესაც მისი ქმარი ვარ ოფიციალურად, თუმცა ჩემი სხვა შვილების დედებსაც ცოლებად მივიჩნევდი, როცა მათთან ვიყავი. დაჩის, ოთუნას, სანდროს, მარკს და პეტრეს სხვადასხვა დედები ჰყავთ. გიორგი და მარუსა ანისგან მყავს, რომელიც ახლაც ჩემ გვერდით არის. პეტრე ყველაზე პატარაა. ახლახან ერთი წლის გახდა.

    - ანუ ცოლი გყავთ და სხვისგან გააჩინეთ შვილი?

    დიახ. ეკამ გამიჩინა. ის ცნობილი მსახიობია, მაგრამ გვარს არ გეტყვით. ბავშვი ჩემი ტყუპისცალივით არის, პატარა თამაზია. რა ვქნა, შემაცდინა. ერთადერთხელ ვიყავი მასთან. შეიძლება მამაკაცური სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ დაფეხმძიმდა და ბავშვს ხომ არ მოვაკვლევინებდი?! პირიქით, ეს ამბავი რომ გავიგე, ყველაფრით შევუწყვე ხელი, რომ ბავშვი გაეჩინა და ახლა შვილზეც ვზრუნავ და მის დედაზეც.

    - ამ ამბავს ოჯახური სკანდალი არ მოჰყვა? ანიმ გაპატიათ?

    -რა თქმა უნდა, მოჰყვა, ხომ იცით ქალების ამბავი. მერე ავუხსენი, რა სიტუაციაც იყო, საქმეს სჭირდებოდა-მეთქი. რა გიკვირთ, ერთი მამაკაცი მნახეთ, რომელსაც ცოლისთვის არ უღალატია?! ალბათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასეთი რამ არ არსებობს.

    - ცოლმა რომ გიღალატოთ?

    ქართველი კაცი და ტრადიციების მატარებელი ვარ და ამის გამო შეიძლება ძალიან გავბრაზდე. ევროკავშირში რომ შევალთ, ალბათ მერე სხვანაირად ვიფიქრებ და გენდერულ თანასწორობასაც დავიცავ. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ საერთოდ მამაკაცს უფრო მეტის უფლება აქვს, ვიდრე ქალს. კაცი ხანდახან ისეთ სიტუაციებში ვარდება... ხომ გაგიგონიათ, ქალმა თუ მოინდომა, ეშმაკზე უფრო ძლიერია და ნებისმიერ მამაკაცს შეაცდენსო.

    ambebi.ge



  • loading...
    Загрузка...