-
გაზიარება
loading...
მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა
2018-04-14 21:47:34
loading...
  • თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება 13 აპრილს ვაკეში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. გარდაცვლილის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, "კვირის პალიტრასთან" მომხდარი დანაშაულის დეტალებზე საუბრობს:

    - ულამაზესი, თბილი და საყვარელი გოგო იყო თაკო, ორი მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს - 6 და 3 წლის; ვარკეთილში, რომელიღაც მაღაზიათა ქსელში მუშაობდა კონსულტანტად, ბავშვებს კი ბაგა-ბაღში ტოვებდა.როგორც ვიცი, ადრე მუხიანში ცხოვრობდა და იქედან გადმოვიდა ვაკეში საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელიც მის დას აქვს დაქირავებული. მისი და ბარნოვის ქუჩაზევე მუშაობს სილამაზის სალონში და ბინა ზუსტად სამსახურის მოპირდაპირე მხარეს დაიქირავა, მერე კი და და დისშვილებიც თავისთან გადმოიყვანა.

     

    -0:27

    როგორც ჩანს, ასე უფრო ეიოლებოდათ ერთმანეთის დახმარება.

     

    გარდაცვლილის მეუღლე, როგორც ვიცი, საბერძნეთშია საცხოვრებლად გადასული. რაც შეეხება ამ გოგონების დედას, ის შვილებთან არ ცხოვრობდა.

    განსაკუთრებით ბავშვების მომავალი მადარდებს, როლებიც ასეთ საშინელებას შეესწრენ.

    მეზობლები რომ შესულან, ბავშვები შიშისგან ვეღარ ლაპარაკობდნენ თურმე, ხელით უნიშნებიათ აბაზანისკენ, - დედა იქ არისო. საწყალი გოგო სამზარეულოს დანით მოკლა იმ არაკაცმა. მეზობლებმა ყვირილი რომ გაიგეს, მისაშველებლად გაიქცნენ და კარზე ბრახუნი ატეხეს. ამ დროს მან ფანჯარა გააღო და ეზოს მხარეს გადახტა. მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იქნებ, ბავშვებიც დაეხოცა, ვინ იცის... განაგრძეთ კითხვა



  • loading...
    Загрузка...