ნასვამი მინისტრი გახარია არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას გაეჩერებინა მანქანა..
2018-04-14 18:22:04
  • ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და ამტკიცებს, რომ შსს მინისტრი გიორგი გახარია პატრულმა 2016 წლის მარტში ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმა. მისი განცხადებით ფოტო შსს-ს საიტიდანაა. პირად მონაცმებში მინისტრის ფოტო კარგად არ ჩანს, თუმცა დაბადების თარიღი ემთხვევა. მითითებულია, რომ დაჯარიმებულია 116 -ე მუხლით, რაც კანონმდებლობის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის პირობებში მართვას ან შემოწმების თავიდან არიდებას გულისხმობს. 

    ფოტოს ავტორს განმარტებული არ აქვს, თუ საიდან მოიპოვა დეტალური ინფორმაცია, რასაც სტატუსში აღწერს. ფოტოზე არსებული მონაცემებით არსად არ ჩანს სთხოვდნენ თუ არა პატრულს მინისტრის გაშვებას და როგორ არ დაემორჩილა რიგითი ზემდგომის მითითებას.

     

    „2016 წლის 9 მარტს, შს მინისტრი (იმ დროისთვის ეკონომიკის მინისტრი) გიორგი გახარია, ნასვამ მდგომარეობაში, არასამსახურეობრივი მანქანით, მაღალი სისწრაფით გადაადგილდებოდა თბილისის ტერიტორიაზე, ის არ დაემორჩილა პატრულის არაერთგზის მოთხოვნას გაეჩერებინა ა/მანქანა..
    რამოდენიმე ეკიპაჟის ჩარევის შემდეგ , საპატრულო პოლიციამ მოახერხა მისი იძულებით შეჩერება, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენა პატრულს...

    პატრულებმა, კანონის შესაბამისად გადაწყვიტეს დამრღვევი მძღოლი წვრილმანი ხულიგნობისთვის დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით, თუმცა ვინაიდან სამართალდამრღვევი მინისტრი აღმოჩნდა, ამის უფლება ხემძღვანელობამ არ მისცა. 
    მიუხედავად ამისა ,,ურჩმა" პატრულებმა მინისტრი გახარია ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის 116 მუხლის , პირველი ნაწილით დააჯარიმა და 6 თვის ვადით აუკრძალა მართვის უფლება.

    დღეს, ეს ადამიანი შს მინისტრია...
    რამდენად აქვს უფლება პათოლოგიური სიმთვრალის მქონე გახარიას, იყოს იმ პატრულების მინისტრი, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა?!

    ფოტო: შსს პოლ.ჯი -დან.“-წერს კუპრავა

     

     

     



  • loading...