ვინ არის ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის გოგო
2018-04-14 07:43:01
  • "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის გოგონა თაკო გობაძეა, რომელსაც 2 შვილი დარჩა. 

    შეგახსენებთ, რომ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს. გოგო დის ნაქირავებ სახლში სტუმრად იმყოფებოდა.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ბავშვების თვალწინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა. ახლობლების ინფორმაციით, ის გარდაცვლილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლეა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

    http://primetime.ge



  • loading...