--
ჩვენი მოსვლიდან ასეულობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა - მამუკა მდინარაძე
2018-04-13 10:48:55
  • „ასეულობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა“. - ამის შესახებ ფრაქცია  „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება პროგრესისაკენ.

    „დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და უამრავი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროგრესისაკენ და მთავარია, რომ სიღარიბიდან ასეულობით ადამიანი ამოვიდა. ერთ დღეში არაფერი არ წყდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ერთ დღეში, ეს ასე ვერ იქნება". - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

     


     



  • loading...
    Загрузка...