--
სისხლიანი დაპირსპირება ზუგდიდში ცივი იარაღით სკოლის მოსწავლე დაჭრეს
2018-03-14 12:03:25
  • ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე ხელოვნურ სტადიონზე 15 წლის მოზარდი ნ.ჩ დაჭრეს. მას „ლაივპრესის“ ინფორმაციით გულმკერდის არეში ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. როგორც კორპუსის მცხოვრებლებმა გვითხრეს, შემოესმათ ყვირილის ხმა, რის შემდეგაც მოზარდი მოედნიდან გამოვიდა და მიწაზე დაეცა. მას მაისური სისხლით ჰქონდა დასვრილი. ადგილობრივების ცნობით, ბიჭი საპატრულო პოლიციამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მოსახლეობის ინფორმაციით, ის თეატრის წინ ბინებში ცხოვრობს.

     

    livepress.ge



  • loading...
    Загрузка...