--
სისხლიანი ანგარიშსწორება - მოკლული მამა-შვილი და დაჭრილი ორსული
2018-03-13 16:53:24
  • უკრაინის ქალაქ პავლოგრადში მეთერთმეტკლასელი ღამით მეზობლების სახლში შეიპარა და ოჯახის წევრებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

    პოლიციის ცნობით, 18 წლის ახალგაზრდა სახლში ფანჯრიდან შევიდა. ის 30 წლის მამაკაცს, მის 35 წლის ორსულ ცოლს და ოთხი წლის შვილს დანით თავს დაესხა.

    თავდასხმის შედეგად მამაკაცი და მისი შვილი, რომელსაც ახალგაზრდამ ყელი დედის თვალწინ გამოჭრა, ადგილზე დაიღუპნენ. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

    Фото: ©ГУ Нацполиции по Днепропетровской области

     

     

     

    დანაშაულის მოტივები უცნობია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის საავადმყოფოში ფანჯრის ჩამტვრევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მივიდა. მომხდარის სხვა გარემოებები დგინდება.

     

    Фото: ©ГУ Нацполиции по Днепропетровской области

    http://primenewsgeorgia.ge



  • loading...
    Загрузка...