--
სროლა ზუგდიდში -არიან დაჭრილები
2018-03-13 13:25:12
  • ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ქალაქის ცენტრში შელაპარაკებისას დაჭრილი სამი პირი შეიყვანეს.

    როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ორი მათგანი ცივი იარაღით, ერთი კი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი.

    დაჭრილ ორ პირს, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, ოპერაცია უტარდება.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა.

    მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.

    შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლი დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს



  • loading...
    Загрузка...