--
პუტინი კვირიკაშვილს პასუხობს:საქართველო რუსეთის ორბიტას უბრუნდება? რატომ დუმს გონიერი საზოგადოება
2018-03-12 18:39:58
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს.

    განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება კმაყოფილებას გამოხატავს მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

    „მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში.

    გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის აღნიშვნა, ბადებს მარტის ბოლოს დაგეგმილი მორიგი რაუნდის დროს ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს.

    დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერდნენ მოლაპარაკებების სხვა მონაწილეები იმის განურჩევლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას.

    შეუძლებელია ასევე არ მივესალმოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ დეკლარირებულ სწრაფვას. სწორედ ასეთია იმ საკითხების რეგულირების ერთადერთი რეალური გზა, რომლებიც საქართველოს ადარდებს და, რომლებიც ორმხრივი, რუსულ-ქართული დღის წესრიგის ფარგლებს სცილდება. კერძოდ, ეს ასევე ეხება საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ბოლოდროინდელ სამწუხარო ინციდენტს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.



  • loading...
    Загрузка...