სამარცხვინო ფაქტი:ესაა სტადიონი სადაც სურამის და ხაშურის ძლიერ რაგბის გუნდებს უწევთ ვარჯიში ,დასაბანი წყალიც კი არ აქვთ და არც გასახდელი.
2018-03-11 07:56:13
  • ხაშულებო მინდა ეს ფოტოები და ვიდეო ყველამ ნახოთ. ესაა სტადიონი სადაც სურამის და ხაშურის ძლიერ რაგბის გუნდებს უწევთ ვარჯიში და თამაშების მოწყობა. მადლობა იმ მწვრთნელებს რომლებმაც ასეთი ძლიერი ბიჭები გამოტაცა ქუჩას და სპორტში ჩააბეს. მეორე მხრივ მინდა მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს და მტაცებელ მამაოებს ,რომლებსაც ხაშურის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი მიაქვთ. აგერ დაინახოს თქვენმა დასაბრმავებელმა თვალებმა რა დღეში არიან ბავშვები, რა პირობებში უწევთ თამაშების გამართვა, დასაბანი წყალიც კი არ აქვთ და არც გასახდელი. თქვენ კი გათახსირებულებო 1 მილიონს ითვისებთ ჩვენი ბიუჯეტიდან. ან შვილები არ გყავთ ან ღმერთი არ გწამთ უწმინდურებო? ხელი აიღეთ იმ ერთ მილონზე და მომავალ თაობას მიხედეთ.p.s.სურამის გუნდმა გუშინ 25 -0 დღეს ხაშურის გუნდმა 10-5 დაამარცხეს მოწინააღმდეგე. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს ასეთი შემართებისთვის 



  • loading...