--
დაიცავით მხოლოდ 3 თვე ეს დიეტა და აიცილეთ კიბო და გულის დაავადებები!
2018-03-10 14:06:45
  • მიიჩნევენ, რომ ჩვენი ცხოვრების ხანგრძლივობა დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს მემკვიდრეობითობაზე, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ნაადრევ სიკვდილში, გენეტიკური მიდრეკილებების წილი მხოლოდ 10-20%-ია.

    რა იმალება იმ დანარჩენი 80-90%-ის უკან? ეს ჩვენი ცხოვრების სტილი და ყოველდღიური დიეტაა.

    თანამედროვე ადამიანის ტიპიური დიეტა - ეს არის მთავარი მიზეზი ქორინიკული დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილიანობისა.

    ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება - ეს ჩვენი არჩევანის საკითხია.

    მაგრამ რას ვირჩევთ ჩვენ ყოველდღიურად? მრავალი ჩენგანის პასუხი ამ კითხვაზე, არც თუ ისე დამამშვიდებელია.

    თუმცა არსებობს გამოსავალი. სულ რაღაც 4 მარტივი წესი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება გავიხანგრძლივოთ

    1. არ მოწიოთ

    2. არ ჭამოთ გადაჭარბებულად

    3. მისდიეთ სპორტს ნახევარი საათით მაინც (აქ ფეხით სიარულიც იგულისხმება)

    4. იკვებეთ სწორად - მეტი ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, მაგრამ რაც შეიძლება ნაკლები ხორცი.

    თუ თქვენ ამ 4 წესს დაიცავთ, ჩათვალეთ, რომ რისკი დიაბეტის განვითარებისა არის 90%-მდე შემცირებული, ხოლო გულის დაავადებებისა 80%-ზე მეტით. და კიდევ, თქვენ ამით შეამცრიებთ ინსულტისა და კიბოთი დაავადების რისკებს.

    ჩვენ აქვე ჩამოგითვლით, თუ რა პროდუქტებია კონკრეტულად სასურველი თქვენი ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლისათვის:

    ბოსტნეული და ბაღჩეული - ბროკოლი, ბრიუსელის ან ყვავილოვანი კომბოსტო, მათ შორის ბოლოკი, წიწმატი, მწვანე სალათის ფოთლები, ისპანახი, ჭარხალი, წიწაკა, სტაფილო, სიმინდი, ნიორი, სოკო, ხახვი, გოგრა, ბარდა, კარტოფილი, პომიდორი.

    პარკოსნები - ლობიო, სოიო, მუხუდო, ბარდა, ოსპი

    კენკროვანი - მაყვალი, ალუბალი, ჟოლო, ყურძენი, მარწყვი და სხვ.

    ხილი - ვაშლი, ავოკადო, გარგარი, ბანანი, ნესვი, ლეღვი, გრეიფრუტი, კივი, ლიმონი, ფეიხოა, მუშამალა, მანგო, ნექტარინა, ფორთოხალი, პაპაია, ატამი, მსხალი, ანანასი, ქლიავი, ბროწეული, მანდარინი, საზამთრო.

    სელის თესლი - ერთი სუფრის კოვზი დღეში

    თხილი - ნუში, კაკალი, არაქისი და სხვ.

    პურეული - მაკარონი, პური, მარცვლუელი

    და უცილებლად წყალი - დღეში 5 დიდი ჭიქა (350 მლ ლიტრიანი)

    მაგრამ საკვები არ არის ყველაფერი. აუცილებელია, დღის განმავლობაში, როგორც მინიმუმ ნახევარი საათი დაკავდეთ ფიზიკური ვარჯიშით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუნდაც ეს იყოს ფეხით სიარული.

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...