--
გოგონა სახლიდან გაიყვანეს და ყელი გამოჭრეს : შემზარავი მკვლელობის დეტალები
2018-02-22 09:07:29
  • თემქაზე ნაპოვნ 21 წლის გოგონას მეზობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, გოგონას ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული. 

    „უწესიერესი ბავშვი იყო, პედაგოგიურზე სწავლობდა. ჩემი მეზობელი იყო, ჩვენ თვალწინ გაიზარდა. ზუსტად არ ვიცი, რა დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. უკონფლიქტო ბავშვი იყო, დაბადებიდან აქ ცხოვრობდა“, - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა ჟურნალისტებთან. 

    კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით კი, გოგონა სახლიდან წუხელ გაიყვანეს. 

    „სახლში მოაკითხა ვიღაცამ. ხალათით იყო უკვე და ისე გაიყვანა სახლიდან. მანიაკებითაა სავსე ქალაქი“, - განაცხადა მეზობელმა. 

    ამ წუთებში გამოძიების კითხვებს გარდაცვლილის ოჯახის წევრები პასუხობენ. ოჯახის წევრები თემქის პოლიციაში ერთ საათზე მეტია იმყოფებიან.



  • loading...
    Загрузка...