ტლეკომპანია იმედი არის მნიშვნელოვნად რუსული ნარატივის გამტარებელი უმსხვილესი ტელევიზია
2018-02-19 08:13:47
  • რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს:

    ქალბატონმა Ia Meurmishvili ამერიკის ხმიდან, მომაწოდა ჩემს მიერ გუშინ დაპოსტილი ვიდეოს სრული ვერსია. ამავე სახით გავიდა იგი ტვ იმედზე. ვწუხვარ, რომ სრული სახით ეს ვიდეო არ მქონდა ნანახი. ვიდეო, რომელიც მე დავდე, არასრულია და ვხსნი მას. ქვემოთ დადებული ვიდეო სრული ვერსიაა და ჩემს მიერ დადებულისგან განსხვავებით, მეტად დაბალანსებული.

    მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის უხერხული და გაუმართლებელია მიერშაიმერის მარგინალური მოსაზრებებისთვის ამხელა ადგილის დათმობა. თან, კონტენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია კონტექსტიც – ტლეკომპანია იმედი არის მნიშვნელოვნად რუსული ნარატივის გამტარებელი უმსხვილესი ტელევიზია ქვეყანაში, სადაც რუსული პროპაგანდა მძლავრობს. ეს გასათვალისწინებელი მგონია ამერიკის ხმისთვისაც, განსაკუთრებით, იმ ვითარებაში, როდესაც ამ მედიასთან მისი სახელის ასოცირება ხდება.

    ვწუხვარ, თუ ქალბატონ იას და უმსხვილეს პროდასავლურ მედიას, ამერიკის ხმას, რაიმე უხერხულობა შევუქმენი ჩემი პოსტით. იმედია ეს სტატუსი შეძლებს ამ უხერხულობის აღმოფხვრას.

     



  • loading...