ჩემი ტორტები 5.000-დან 10.000 ლარამდე ღირს:თამო გზირიშვილი
2018-02-17 11:39:08
  • თამო გზირიშვილის "ტკბი­ლი­ ისტორია" იმ დროიდან იწყება, როდესაც ნიჭიერმა მხატვარმა, თეა­ტრის მხატვრობის ნაცვლად, სა­კონდიტროს კარი შეაღო, თეატრში მხატვრის ადგილი არ იყო!

    - სამხატვრო აკადემიის საუ­კ­ეთესო სტუდენტი ვიყავი. მინდო­და, თეატრში მემუშავა, მაგრამ... აღმოვჩნდი საკონდიტროში. მარციპანი ავიღე და ტორტებისთვის­ ფიგურების გამოძერწვას შევუდექი. მერე პატარა საკონდიტროც გავხსენი და ეს საქმე გავაგრძელე. ტორტის ფიგურების გამოძერწვა არ გამჭირვებია - მე ხომ მხატვარი ვარ. ძნელი სახის გამოძერწვა აღმოჩნდა, - ტორტის ფიგურის სახე პატარაა, მასში ის ემოცია უნდა იყოს, რაც ტორტის შემკვეთს აქვს ჩაფიქრებული. მოკლედ, ელზასა და

     

     

    ანადან დაწყებული, მარციპანის ჰოლ­ივუდის ვარსკვლავები და პოლიტიკოსებიც ბევრი მყავს გამოძერწილი. მაგრამ ყველაზე მეტად საბავშვო­ ტორტების კეთება მომწონს. ბავშვებს ბედნიერი ფიგურები უნდათ და ეს მეც მანიჭებს სიამოვნებას. 

    fb


    - მარციპანის წითელქუდა არ გაგიკეთებიათ?
    - ბავშვები წითელქუდას აღარ ითხოვენ. ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზორში ხშირად ვე­ღარ­ ხედავენ, ახლა ეკრანს დისნეის გმირები "შემოესვივნენ"! 

    - ყველაზე ხშირად­ საქორწილო ტორტების მორთვა გიწევთ? 
    - ქორწილი უტორტოდ წარმოუდგენელია. ახლა ტორტის გასალამაზ­ე­ბლად ვარდები ან კამელიები მოსწონთ. ორმეტრნახევრიანი­ ტორტიც გამიკეთებია, დაახლ­ოებით ხუთასნაჭრიანია. მისი მარციპანის ვარდები კი მთელი თვე მიკეთებია - თითო ვარდს 30 ფურცელი აქვს, ყველა სათითაოდ უნდა ამოჭრა, გალაქო და ააწყო. 

    fb


    - რა ღირს ასეთი ტორტები. 
    - 5.000-დან 10.000 ლარამდე.­ დღეს 5.000-იან ტორტს ბევრი უკვეთს. თუმცა, როცა შესაკვეთად საპატარძლოები და მათი სადედამთილოები მოდიან, ხანდახან ჩხუბამდეც მიდის საქმე. ხშირად სადედამთილოები მართლები არიან. რატომ, მიზეზს არ დავასახელებ. 

    - შეყვარებულებისთვის თუ უკვეთენ ტორტებს?
    - ხშირად. კიდევ უფრო ხშირად მეუღლეები ერთმანეთისთვის. 

    fb


    - თქვენი ტორტები ერთ-ერთ უცხოურ საიტზეც მინახავს, ქება-დიდებაც ახლავს...
    - კი, არის ეს საიტი. გამიხარდა, იქ რომ მოვხვდი. მსოფლიოში დღეს ტორტის ბისკვიტების შემოსაგარსად მარციპანს აღარ იყენებენ, უკეთესი კულინარიული საშუალებები შემოვიდა, რომელსაც ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია. 

    - თქვენს ტორტებზე ჩონჩხიც მინახავს...
    - რამდენი კაციცაა, იმდენი ფანტაზიაა. ყველაფერს საჯაროდ ვერ ვიტყვი, რასაც ხალხი უკვეთს, თორემ გაოცება მერე ნახე.

    fb


    - ეს ზღაპრული ფიგურები რომ შეისანსლება, არ გენანებათ?
    - პირველად მართლაც მიჭ­ირდა ამის გააზრება. ამიტომ ფოტოებს ვუღებდი. ახლა შევეჩვიე.

    kvirispalitra.ge

     



  • loading...