--
მიშა ამსტერდამში ველოსიპედით სეირნობს - ხელისუფლება კი ძებნილს ვერ ამჩნევს...
2018-02-17 09:32:48
  • ეს ფოტო კარგად ასახავს იმ სიყალბეს, რასაც ხელისუფლების მიერ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა ჰქვია. 

    მიუხედავად იმისა რომ კიევიდან პოლონეთში დეპორტაციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მთელ ევროპაში მოგზაურობს, მთავრობა მაინც ჯიუტად „ეძებს“ მას და „ვერსად ვერ ამჩნევს“.

    რეალობა კი ასეთია - მესამე პრეზიდენტი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დასეირნობს ამსტერდამში - ველოსიპედით. 

    მეტიც, მას იცავს არა მხოლოდ ევროკავშირის მთავრობა, არამედ პოლიციაც, განსხვავებით უკრაინისაგან, სადაც პოლიტიკური საქმიანობის უფლებას არ აძლევდნენ. 

    სააკაშვილს უკვე აქვს ევროკავშირში მუშაობისა და ცხოვრების უფლებაც. 

    ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა თავის მოქალაქეებს ატყუებს, თითქოს მის ექსტრადირებას ცდილობს, რეალურად კი, ევროკავშირს, მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნასაც არ უგზავნის. 

    რისი ეშინია ხელისუფლებას? ევროკავშირის უარისა და იმის რომ სააკაშვილზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ დევნად შეაფასებენ თუ შიდა არეულობის, რომელიც შესაძლოა, მიშას ექსტრადირებას მოჰყვეს? 

    presa.ge



  • loading...
    Загрузка...