რა ხდება ტელეკომპანია -პირველში? ხელისუფლებისგან არის მცდელობა ტვ პირველის ახევის
2018-02-16 08:18:56
  • ნიკა გვარამია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს დაინტერესდნენ ხელისუფლების მხრიდან ტვ პირველის ხელში ჩაგდების სურვილით და მისი კანონიერი მფლებელებისთვის ჩამორთმევის თემით. მისი თქმით, არხის მფლობელებზე ხორციელდება ზეწოლა და განგაშის ატეხვის ნაცვლად ისინი ცდილობენ კულუარებში მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ ეს საქმე. 

    "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 29-ე მუხლის მესამე პუნქტი: მაუწყებელმა უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია მის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის შესახებ.
    Nata Dzvelishvili ტვ პირველი ქარტიის წევრი არ არის? თუ ენჯეოებისთვის კონფიდენციალურად ინფორმაციის მიწოდება რამე განზომილებაში გამოქვეყნებად ითვლება?
    მივმართავთ სახალხო დამცველს: Nino Lomjaria გთხოვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია ამ კონფიდენციალურ შეხვედრებში მონაწილე მხარეებისგან. ხელისუფლების მიერ მედიის "ახევის" მცდელობა ტვ პირველის არსებობა არასებობაზე გაცილებთ მნიშვნელოვან სიკეთეს ხელყოფს - ქვეყანაში დემოკრატიის საფუძვლებს. ცუდია, თუ საკუთრივ ტვ პირველის კოლექტივს და მფლობელებს ეს გაცნობიერებული არა აქვთ. იმედია, არასამთავრობო სექტორი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქვეყნო ინტერესს.
    მოვუწოდებთ საქათველოს პრეზიდენტს: Giorgi Margvelashvili თქვენთანაც გაიმართა ამ საკითხზე შეხვედრა და თქვენ გავთ პოზიტიური ვალდებულება დაიცვათ არა მხოლოდ კონკრეტული არხის ინტერესები, არამედ საზოგადოების ინტერესი და დემოკრატიის საფუძვლები. თვქენი დუმილი ამ საკითხზე სრულიად გაუმართლებელია და შეიცავს კონსტიტუციის დარღვევის ნიშნებს." - წერს გვარამია ფეისბუქის გვერდზე. 



  • loading...