შემზარავი შემთხვევა ბათუმში 12 წლის გოგონა გაუპატიურეს-შსს-ს განცხადება
2018-02-15 11:26:14
  • წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში 12 წლის გოგო გააუპატიურეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, გოგონაზე მეზობლად მცხოვრებმა იძალადა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან.

    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადე შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.



  • loading...