--
Bloomberg-ი რამდენი დღე ეყოფა ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს
2018-02-13 17:47:56
  • „რამდენი დღე გააგრძელებდა მუშაობას მთავრობა, ყველა უმდიდრესი ადამიანი თავისი ქვეყნის სახელმწიფო ხარჯებს თუ დაფარავდა?“ - ასეთი სიტყვებით იწყებს გამოცემა Bloomberg-ი სტატიას და გვთავაზობს 2018 წლის „რობინ ჰუდის ინდექსს“ ამ საკითხის შესასწავლად. 

    Bloomberg-მა შედარებისთვის აიღო 49 ქვეყანა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური რეჟიმებია, დანახარჯის განსხვავებული ტიპებია და ამ ქვეყნებში ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები. შემდეგ შევადარეთ მათი ქონება 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით სახელმწიფოს ყოველდღიურ ხარჯებს. სხვათაშორის, 49-დან მხოლოდ 4 ქალია: ანგოლაში, ავსტრალიაში, ჩილესა და ნიდერლანდებში. 


    ქვეყანას რომ ჰქონდეს იმის ფუფუნება, მისი უმდიდრესი ადამიანი იხდიდეს სახელმწიფო 

     

    -0:09

    ხარჯებს, ამ ქვეყნების უმეტესობა 100 დღეც კი ვერ გასტანდა, უმეტესობა კი ერთი თვეც ვერ იარსებებდა.

    „ინდექსი ადარებს თითოეულ ქვეყანაში უმდიდრესი ადამიანის ქონებას ამავე ქვეყნის სახელმწიფო ხარჯებს. თუ ვთქვათ, სახელმწიფო რესურსები აუცილებლად ამოიწურება და უმდიდრესი მოქალაქის აქტივების ლიკვიდაცია და მთავრობისთვის გადაცემა მოხდება, ინდექსის მიხედვით ნავარაუდევია, რა დროის განმავლობაში იქნება „დაფინანსება“ საკმარისი მთავრობისთვის, იმისათვის, რომ სამსახურებმა და სააგენტოებმა მუშაობა გააგრძელოს“, - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ კვლევა ეყრდნობა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს.

    კვიპროსის უმდიდრესი ადამიანი ჯონ ფრედრიკსენი საკუთარი მთავრობის დაფინანსებას 441 დღის განმავლობაში შეძლებდა. 2018 წლისთვის გათვალისწინებული 23.6 მილიონი აშშ დოლარის ხარჯით, მცირე რაოდენობის მოსახლეობისა და შესაბამისად, სოციალურ უზრუნველყოფასა და კეთილდღეობაზე მცირე დანახარჯით, ამ ყველაფერს დამატებული ის, რომ ეკონომიკა ტურიზმსა და მომსახურებაზე დგას, კვიპროსი ყველაზე დიდ ხანს ისარგებლებდა ფრედრიკსენის 10 მილიარდი აშშ დოლარით. 

    შედარებისთვის, დასაფინანსებლად ყველაზე ხარჯიანი მთავრობა არის იაპონიაში, პოლონეთში, აშშ-სა და ჩინეთში. ამ უკანასკნელის შესანახად მსოფლიოში სიმდიდრით მე-16 ადგილზე მყოფი ჯეკ მას 47.8 მილიარდი აშშ დოლარი მხოლოდ 4 დღე ეყოფოდა. მიუხედავად 99 მილიარდი დოლარის ქონებისა, უკეთეს შედეგს ვერც ჯეფ ბეზოსი აჩვენებდა. „რობინ ჰუდის ინდექსის“ მიხედვით, ყველაზე მაღალი სახელმწიფო დანახარჯით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აშშ-ს მთავრობის დაფინანსებას მხოლოდ 5 დღე შეძლებდა, იგივე შედეგი ექნებოდა დიდ ბრიტანეთში ჰიუ გროსვენორს და გერმანიაში დიტერ შვარცს. 

    „ძნელია თითოეული ქვეყნის მთავრობის ხარჯებისა და იმის გამოთვლა, თუ როგორ დახარჯავდნენ „თავისუფალ ფულს“, ვინაიდან გასათვალისწინებელი ფაქტორების რაოდენობა დიდია. ზოგს შეიძლება არც ჰქონდეს ბიუროკრატიული ხარჯები, როგორც ასეთი, ან შეიძლება მეტ-ნაკლებად დამოკიდებული იყოს თუ რა არჩევანს გააკეთებს მთავრობა, მეტი დაიხარჯება ტრანსპორტზე თუ თავდაცვაზე და ა.შ. თუმცა, როგორც „რობინ ჰუდის ინდექსი“ გვიჩვენებს, დასავლეთის ქვეყნები დიდხანს ვერ იარსებებდნენ, უმდიდრესი მოქალაქეების დახმარების შემთხვევაშიც კი.“
    და მაინც, როგორც ინტელექტუალური თავსატეხი, შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რას გააკეთებდნენ ყველაზე მდიდრები 49 ქვეყნიდან, რომელთა საშუალო ქონება 911 მილიარდ დოლარს და 2018 წლის მსოფლიოს მშპ-ს 1%-ს. უტოლდება.

    სიაში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა. 5,8 მილიარდი დოლარით ის ქვეყანას 430 დღის განმავლობაში შეინახავდა. მთავრობის დღიური დანახარჯი 13,5 მილიონი დოლარია.

    ქვემოთ მოცემულია "რობინ ჰუდის" ინდექსის სრული სია. 


    bpn bpn bpn

    bpn.ge



  • loading...
    Загрузка...