ავარიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი
2018-02-11 07:06:53
loading...
  • თურქეთის სამხრეთ ნაწილში ავტოავარიის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Sabah-ზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

    მედიასაშუალების ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

    მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

     

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები.

    pia.ge



  • loading...
    Загрузка...