19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობის უცნობი დეტალები-ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო, მაგრამ კიდევ ერთი ტყვია ესროლა… შემდეგ ყელი გამოჭრა
2018-01-13 20:35:06
  • ახალი წლის წინა დღეებში (29 დეკემბერი) თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 19 წლის დავით ტორიაშვილის დასახიჩრებულ ცხედარს, მხოლოდ 10 დღის შემდეგ მიაგნეს. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 27 წლის ნიკოლოზ ქისტაურია.

     

    როგორც ირკვევა, 19 წლის სადისტურ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავდა. თუმცა პირთა ფართო წრემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. სწორედ ამიტომ სამართალდამცავებმა ნიკოლოზ ქისტაურთან ერთად ბრალი სხვა ადამიანებსაც წაუყენეს და ისინი დააკავეს.

    ქისტაურის მეგობარ ქალს ნატო მელქაძეს და გიორგი იობიძეს დანაშაულის დაფარვაში ედებათ ბრალი. სასამართლომ მათაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხოლო სამ პირს: ირაკლი შენგელიას, რუსლან ხორგუანს და ზაზა ლაგვილავას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ისინი წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ. სასამართლო პროცესზე პროკურორმა მათთვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვა და სამივე ბრალდებულს 2000- 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

    „კვირის პალიტრა“ საქმის მასალებზე დაყრდნობით, წერს, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. იმ საბედისწერო დღეს დათო ტორიაშვილი ორთაჭალაში, წითლანაძის 19 ნომერში სტუმრად მივიდა. სწორედ იქ ჰქონდა ქისტაურს ნაქირავები ბინა, სადაც მოხდა მკვლელობა.

    გამოცემის ცნობით, 29 დეკემბერს იქ სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    გამოძიება არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა საკითხზე იკამათეს ახალგაზრდებმა, ბრალში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დროს შურისძიების მოტივით ქისტაურმა განიზრახა ტორიაშვილის მკვლელობა, აიღო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი გადაჭრილი სანადირო თოფი და იქვე, მეგობრების თვალწინ ესროლა ტორიაშვილს.

    თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ მკვლელობის თვითხილველი პირები, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან. თუმცა ყველა მათგანი დაკითხულია. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, “ისინი ამბობენ, ქისტაური მოკვლით დაგვემუქრა, თუ რამეს ვიტყოდითო”. არასრულწლოვნები ამბობენ, მისი შეგვეშინდა და ამიტომაც ვერ გავბედეთ მომხდარის გახმაურებაო.

    გამოძიების მასალების მიხედვით, ქისტაურს არც ერთი მათგანი არ დახმარებია. ისინი შემთხვევის ადგილიდან წავიდნენ. თუმცა ამის შემდეგ ქისტაურმა დახმარებისთვის სხვა მეგობრებს მიმართა. მის ბინასთან მისულებს უთხრა, რომ კაცი ჰყავდა მოკლული და სთხოვა ცხედრის გადამალვაში დახმარებოდნენ. არც ერთი მათგანი მის წინადადებას არ დათანხმდა. თუმცა ცხედარი ბიჭებმა ნახეს. კვალის დაფარვას თავად შეეცადა ბრალდებული. გამოძიების მასალებით, მოკლული ბიჭი ხელში აიყვანა ქისტაურმა და იქვე, ხევში გადააგდო. ამის შემდეგ მოასუფთავა შემთხვევის ადგილი და სისხლიანი ნივთებს, კვალის დაფარვის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა.

    უფრო ვრცლად ნახეთ „კვირს პალიტრაზე“



  • loading...