--
ოზურგეთში სომეხი ბიზნესმენი დააყაჩაღეს - მამაკაცი საავადმყოფოშია
2018-01-13 09:22:00
  • ოზურგეთში სომხეთის მოქალაქე დააყაჩაღეს

    ქალაქ ოზურგეთსი მცხოვრები 31 წლის არტურ სუკასიანი, დღეს დილით, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას, გრიბოედოვის ქუჩის ერთ ერთი მრავალსართულიანი კორპუსიდან, გამოსვლისას დააყაჩაღეს.

    ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენს დილით, თავს ორი ნიღბიანი ბოროტმოქმედი დაესხა, დაზარალებულმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც სუკიასიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და შემდეგ გონება დაკარგულს ხელთ არსებული თანხა წაართვეს.

     

    როგორც "ნიუპოსტთან" ახლობლები აცხადებენ, დაშავებული ლილოს ბაზრობაზე მიემგზავრებოდა საქონლის ჩამოსატანად და მას თან 30 ათასი ლარი თან ჰქონდა.

    სუკიასიანს ოზურგეთში რამდენიმე მაღაზია და საკუთარი ბიზნესი აქვს.

     

    დაზარალებული მოთავსებულია ოზურგეთის "მედალფას" კლინიკაში, მედიკოსთა თქმით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მას სახლში გაწერენ.

    შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.



  • loading...
    Загрузка...