--
საქართველოში ქუჩაში მოგვიწევს ღამის გათენება ბავშვს მძიმე დაავადება აქვს, აფხაზეთიდან დევნილი და ავსტრიაში მცხოვრები ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
2018-01-12 19:30:36
  • აფხაზეთიდან დევნილი გიზო ქარდავა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

    ახალგაზრდა მამა, „ნიუპოსტს“ ავსტრიიდან დაუკავშირდა და საკუთარი გასაჭირის შესახებ უამბო.

    მისი თქმით, 9 წლის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 2014 წელს ავსტრიას ლტოლვლის სტატუსით ჩაბარდა დღეს კი ავსტრიის მხარემ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

    გიზო ქარდავა ეჭვობს, რომ საქართველოში მისი შვილის ეფექტურ მკურნალობას ვერ შეძლებენ. ნიკოლოზი კანის დაავადებას - სკლეროდერმიას ებრძვის.

    ამასთან, მოქალაქე აცხადებს, რომ მის შვილს ძვირადღირებული პრეპატარები და მუდმივ კონტროლი სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

    „საქართველოში რომ ჩამოვიდეთ, როგორ ვიარსებოთ? არც სახლი მაქვს და არც იმის საშუალება რომ იქ ოჯახი გამოვკვებო. მთავარი პრობლემა მაინც თავშესაფრის არქონაა, ამიტომ თქენი დახმარებით მინდა დევნილთა სამინისტროს მივმართო, რომ თავშესაფარით მაინც დაგვაკმაყოფილონ. თან ნიკოლოზს, საკმაოდ მძიმე დაავაება აქვს და არ ვიცი არის თუ არა ქართული მედიცინა მზად უმკურნალოს ჩემს შვილს.

    მხოლოდ 45ლარიანი შემწეობით თავს ვერ გავიტანთ. ჩემმა შვილმა კვირაში ერთხელ უნდა მიიღოს პრეპარატი, რომლის ღირებულება ორმოცდაათი ევროა. ამასთან, როგორც ავსტრიელი მედიკოსები ამბობენ, ბავშვი კონტროლზე სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩამოვიყვანო“- უთხრა „ნიუპოსტს“ გიზო ქარდავამ.

    მისი თქმით, ავსტრიაში დარჩენის უფლება ადგილობრივა სამსახურმა ერთი თვის განმავლობაში მისცა.

    „ერთი თვე გვაქვს, რომ დავტოვოთ ქვეყანა, მაგრამ ვეჭვობ უფრო ადრეც გაგვიშვებენ. პირდაპირ გვითხრეს, საქართველოს ხელისუფლება, თურმე დევნილებს ბინებით და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფს, ასევე უსაფრთხო ქვეყანაა და უნდა დაუბრნდეთ სამშობლოსო“- თქვა ქარდავამ, რომელიც მზად არის ქვეყანაში დაბრუნდეს, თუ სახელმწიფო საცხოვრებელი ბინით და მკურნალობის ხარჯებით უზრუნველყოფს.

    „არის მეორე მომენტიც, ბავშვები აქაურ რეჟიმს შეეჩვივნენ, აქტიურად არიან დაკავებულნი სპორტული ცხოვრებით. ადგილობრივი სპორტსმენების ხელწერილი და ტაძრის წინამძღვრის რეკომენდაციაც გვაქვს, რომელიც ავსტრის საიმიგრაციო სამსახურში წარვადგინო. ჩემი სურვილია აქ გავაგრძელო ცხოვრება, მაგრამ თუ არ დაგვტოვებენ, რთული პერიოდი დაგვიდგება. საქართველოში ქუჩაში მოგვიწევს ღამის გათენება“- განმარტა ქარდავამ.

    მოქლაქე ჩვენთან საუბრისას არნიშნავს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ, თბილისში ნათესავებთან ან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ხოლმე.



  • loading...
    Загрузка...