სკანდალი-ქუცნაშვილის პროტეჟე თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი
2018-01-12 08:03:53
  • ქუცნაშვილის პროტეჟე თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი - ზურაბ ბურდული

    „აღნიშნულის გამო, არ დასჯილა გავლენიანი ბიძების წყალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, იგი მუშაობას იწყებს სამგორის პოლიციაში გამომძიებლის თანამდებობაზე, ნარკოდანაშაულის მიმართულებით, სადაც ასევე ისახელა თავი და შემჩნეულ იქნა ნარკოტიკების უკანონო მოხმარება-რეალიზაციის ფაქტზე, რის გამოც იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამჯერადაც პასუხი არ უგია ჩადენილი დანაშაულისთვის.
    და უკვე 2010 წელს იგი დააკავეს და გაასამართლეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა- რეალიზაციის ფაქტზე, რაზეც დაედო მსჯავრი. კერძოდ, აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 2020 წლამდე და დაეკისრა პირობითი სასჯელი.


    სწორედ ეს ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები გახდა მიზეზი, რომ ჩემმა დეპუტატმა ბ. ზაქარია ქუცნაშვილმა იგი ამ თანამდებობაზე მოავლინა. მან მისი წარსულით მიიღო გარანტია, რომ მისი დავალებების ერთგული,უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა, თუნდაც თიანეთი ერთ დღეს ორბიტას გავარდნოდა. მოლოდინმა გაამართლა და ეს ბატონიც იძულებით გახდა მისი მონა.
    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ არა მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანი, მეჭიაურის ავტორიტეტის გამო მოსალოდნელი იყო ჩემს დეპუტატს ქუცნაშვილს ესე იოლად არ დამორჩილებიდნენ მისი რჩეულები და ხალხის ინტერესი გაეტარებინა. ვიცით რა, რომ ქუცნაშვილი ზედმეტად ფრთხილია და სარკეშიც კი საკუთარ ლანდს არ ენდობა.


    ამ ყველაფრის გასაჯაროება აუცილებელია არა იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩაიქოლოს მის მიერ ჩადენილი ამორალური და უკანონო ქმედებისთვის, არამედ აუცილებელია, რომ ყველამ იცოდეს და მისი ამით შანტაჟი აზრს კარგავდეს, რაც მას მოქმედებებში დამოუკიდებელს გახდის.
    ბატონო გიორგი წოწკოლაურო, არ ჩათვალოთ რომ თქვენს გარდა ყველა ანგელოზები ვართ ამ დედამიწაზე. არ ჩათვალოთ, რომ თქვენ ყველაზე ცუდი ხართ! არ ჩათვალოთ რომ დასაკარგი აღარაფერი გაქვთ!
    თქვენ ეხლა მოგცათ უფალმა (და არა ქუცნაშვილმა) ის შანსი, რომ საკუთარ შვილებს,მშობლებს, ნათესავებს დაუმტკიცოთ, რომ არ ხართ მონა და შეგიძლიათ იყოთ თავისუფალი.თქვენ მოახერხეთ და დააფიქსირეთ წინააღმდეგობა თქვენი ბატონის მიმართ და იგრძნობთ რა სიამოვნებაა ეს. თქვენი შვილები როგორი ამაყები იქნებიან იმით, რომ მამა თავისუფალია და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გმირიც!
    თქვენ დგახართ, ბ.წოწკოლაურო არჩევანის წინაშე. ან უნდა აირჩიოთ ზაქარია ქუცნაშვილის მსახური, რაც სამსახურის შენარჩუნების გარანტიასაც გაძლევთ არც ისე დიდი ხნით ან დაუპირიდპირდე მას. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება სამსახური დაკარგო,მაგრამ მთელი საზოგადოების თვალში თქვენი ეს ნაბიჯი შეფასება როგორც გმირის.
    ალბათ, თქვენც იმ დედამიწაზე დადიხართ რომელზეც ჩვენ. ალბათ, თქვენც ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა და დამეთანხმები შეფასებაში, რომ ერთ მხარეს მეჭიაური და საზოგადოებაა არამარტო თიანეთის მასშტაბით,მეორე მხარეს კი ჩემი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და თანამდებობას დახარბებული არცთუ სახარბიელო წარსულის ადამიანები.
    გაითვალისწინეთ, მეტად ეს შანსი აღარ მოგეცემათ,“ - წერს ზურაბ ბურდული.




  • loading...