შემზარავი მკვლელობა სამეგრელოში: 20 წლის ბიჭი ჯერ აწამეს, შემდეგ რიონში გადააგდეს
2018-01-11 18:19:35
  • აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

    არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა კეკელია წამებით მოკლეს, შემდეგ კი მდინარე რიონში გადააგდეს.

    მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.  ოჯახის ინფორმაციით, სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. შესაბამისი სამსახურები მამაკაცს, რამდენიმე დღეა, ეძებენ



  • loading...